პრეზიდენტ ტრამპის წერილი
ასახავდა იმ საერთო
ღირებულებებს, რომლებიც
აკავშირებს საქართველოს
ხელისუფლებას და
პრეზიდენტ ტრამპის
ადმინისტრაციას, -
განუცხადა საქართველოს
პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი
კობახიძემ
ჟურნალისტებს.მთავრობის
მეთაურის თქმით, ამერიკის
საელჩოს საქართველოში
დღემდე არ გამოუქვეყნებია
თავის საიტზე პრეზიდენტ
ტრამპის წერილი.„2 წერილი
გამოქვეყნდა, პირველი იყო
სახელმწიფო დეპარტამენტის
სახელით გამოქვეყნებული
და ჩვენი აღქმით, ეს წერილი
ემსახურებოდა ერთადერთ
რამეს, 26 მაისს ოპოზიციის
აქციის გააქტიურებას.
თუმცა, ნახეთ, რომ 3 000 კაცზე
მეტი არ მივიდა
მაქსიმალური მობილიზაციის
პირობებში ამ აქციაზე, არც
წერილმა უშველა და არც
მაქსიმალურმა
მობილიზაციამ.
მოგვიანებით გამოქვეყნდა
პრეზიდენტ ტრამპის
მისალოცი წერილი, რომელიც
გამოიგზავნა პრეზიდენტ
ყაველაშვილის მიმართ. ეს
წერილი ასახავდა იმ საერთო
ღირებულებებს, რომლებიც
აკავშირებს საქართველოს
ხელისუფლებას და
პრეზიდენტ ტრამპის
ადმინისტრაციას. თუმცა,
ასევე ხედავთ, რომ ამერიკის
საელჩოს საქართველოში
დღემდე, უკვე მე-4 დღეა თუ არ
ვცდები, არ გამოუქვეყნებია
თავის საიტზე პრეზიდენტ
ტრამპის წერილი. როგორც
თავადვე იტყოდნენ ხოლმე,
ყველაფერი გასაგებია. ეს
არის ერთადერთი შეფასება,
რაც შეიძლება გავაკეთო“, -
განაცხადა პრემიერმა.