პოლონეთის
პრემიერ-მინისტრმა დონალდ
ტუსკმა პირობა დადო, რომ
მისი ხელისუფლება არ
დააპატიმრებს ისრაელის
პრემიერ-მინისტრს
ბენიამინ ნეთანიაჰუს
ჰააგის სისხლის სამართლის
საერთაშორისო სასამართლოს
მიერ გაცემული ორდერის
საფუძველზე, თუ ის აუშვიცის
საკონცენტრაციო ბანაკის
გათავისუფლების 80 წლისთავს
ეწვევა. ინფორმაციას
პოლონური მედია
ავრცელებს.„ჩემთვის
ნათელია, რომ ისრაელის
სახელმწიფოს თითოეულ
წარმომადგენელს ვიზიტის
უფლება უნდა ჰქონდეს,
განსაკუთრებით წლისთავზე.
ამიტომაც, პოლონეთის
მთავრობა ისრაელის
სახელმწიფოს
წარმომადგენლებისთვის
უზრუნველყოფს თავისუფალ
და უსაფრთხო გარემოს ამ
ღონისძიებებში
მონაწილეობისთვის“, -
ციტირებს მედია პოლონეთის
პრემიერის
კანცელარიას.ცნობისთვის,
გასული წლის 21 ნოემბერს,
ჰააგის სისხლის სამართლის
საერთაშორისო სასამართლომ
ნეთანიაჰუსა და ისრაელის
თავდაცვის ყოფილი
მინისტრის იოავ გალანტის
დაკავების ორდერები გასცა.
მოსამართლეები ფიქრობენ,
რომ ნეთანიაჰუსა და
გალანტს, სავარაუდოდ, ღაზის
სექტორში ჩადენილი აქვთ
სამხედრო დანაშაული და
დანაშაული კაცობრიობის
წინაშე.