ლორა თორნტონის
განცხადებას, სადაც ის
ამბობს, რომ "ქართული
ოცნების" დღეები დათვლილია,
შეფასებები მოჰყვა
ოპოზიციაში. ხელისუფლების
ოპონენტები ამბობენ, რომ
კრიზისიდან გამოსავალი
სამართლიანი და
თავისუფალი
არჩევნებია.როგორც "ძლიერი
საქართველო - ლელო,
ხალხისთვის,
თავისუფლებისთვის" წევრი,
ლანა გალდავა ამბობს,
"ქართულმა ოცნებამ"
პოლიტიკური კრიზისი
ქვეყანაში თავად
შექმნა."ქალბატონი ლორას
განცხადება უნდა შეაფასოს
ალბათ ქალბატონმა ლორამ.
რაც შეეხება "ქართული
ოცნების" ხელისუფლებაში
ყოფნის ხანგრძლივობას,
გეტყვით, რომ ძალიან მალე
დასრულდება, დასრულდება
იმიტომ, რომ არის
პოლიტიკური კრიზისი,
რომელიც შექმნა თავად
"ქართულმა ოცნებამ" და ამ
კრიზისიდან გამოსავალი
არის სამართლიანი და
თავისუფალი არჩევნები.
თავისუფალ და სამართლიან
გარემოში არჩევნების
ჩატარების შემთხვევაში კი
გამარჯვებული არის
ქართველი ხალხი," - აცხადებს
ლანა გალდავა.პარტია
"ერთიანობა - ნაციონალური
მოძრაობის" გენერალური
მდივნის მოადგილის, ირაკლი
ფავლენიშვილის თქმით,
განცხადება ბუნებრივია და
მასში არალოგიკური
არაფერია."არაფერი
ალოგიკური და მოულოდნელი
ამ განცხადებაში არ არის.
ის რომ დღეები დათვლილია,
არის კონკრეტული,
ფაქტობრივი მოცემულობა," -
განაცხადა
ფავლენიშვილმა.ლორა
თორნტონი გერმანიის
მარშალის ფონდში
დემოკრატიის დაცვის
ალიანსის დირექტორი და
საქართველოში NDI-ის ოფისის
ყოფილი ხელმძღვანელია. ის
ქვეყანაში მიმდინარე
მოვლენებს სოციალურ ქსელ
X-ზე გამოეხმაურა.