„პოლიტიკური დაკვეთაა, რომ ადამიანებს, რომლებიც თავიანთი ქვეყნის ინტერესებისა და სუვერენიტეტისთვის იბრძვიან, ყველა დონეზე შეუქმნან პრობლემები“ - გურამ მაჭარაშვილი ბიძინა ივანიშვილის ადვოკატის წერილზე

Primetime.ge 6 საათი წინ 3
„პოლიტიკური დაკვეთაა, რომ ადამიანებს, რომლებიც თავიანთი ქვეყნის ინტერესებისა და სუვერენიტეტისთვის იბრძვიან, ყველა დონეზე შეუქმნან პრობლემები“ - გურამ მაჭარაშვილი ბიძინა ივანიშვილის ადვოკატის წერილზე
"ხალხის ძალის" წევრი, გურამ მაჭარაშვილი "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ადვოკატების მიერ გამოქვეყნებულ მეორე წერილს გამოეხმაურა.მისი განცხადებით, ეს ყველაფერი "პოლიტიკური დაკვეთაა" და მის უკან "დიფ სთეითი" დგას."დიფ სთეითის" თუ გლობალური ომის პარტიის საცეცები ყველგან არა, საბედნიეროდ, მაგრამ ბევრგან არის შეღწეული - საერთაშორისო ინსტიტუციებში, საერთაშორისო მედიებში და ა.შ. კლასიკური მაგალითი არის ზუსტად ეს - ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ წარმოებული პირდაპირი შტურმი: ჯერ ერთი ბანკის გაკოტრებით, როდესაც ხელმისაწვდომობა პირდაპირ დაუშალეს ბიძინა ივანიშვილს, შემდეგ მეორე ბანკს მიადგნენ და ახლა - რაც თქვენ ბრძანეთ მედიასთან დაკავშირებით.აქ სამართლებრივი პროცედურები არაფერ შუაშია, რადგან აქ არის პოლიტიკური დაკვეთა, რომ ისეთი ტიპის ადამიანებს, რომლებიც თავიანთი ქვეყნის ინტერესებისა და სუვერენიტეტისთვის იბრძვიან, ყველა დონეზე უნდათ, რომ შეუქმნან პრობლემები. როდემდე შეიძლება ვერ გაიგონ, რომ ბიძინა ივანიშვილი არ მიდის არაფერზე, რაც ეწინააღმდეგება თავისი ქვეყნისა და ხალხის ინტერესებს," - აცხადებს გურამ მაჭარაშვილი.შეგახსენებთ, რომ "ქართული ოცნების" დამფუძნებლის და საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ადვოკატის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ "საერთაშორისო მედია კონსულტანტი შეეჯახა პრობლემებს საერთაშორისო მედიაში, მათ შორის, შვეიცარიაში ბიძინა ივანიშვილსა და Julius Baer-ს შორის უკანასკნელ პერიოდში გაუარესებული ურთიერთობის შესახებ ინფორმაციის გამოქვეყნებასთან დაკავშირებით."
სრულად წაიკითხეთ სტატია