„პოლიტიკოსობა არ გათავისუფლებს პასუხისმგებლობისაგან“ - გიორგი კახიანი მამუკა ხაზარაძისთვის პატიმრობის შეფარდებაზე

Primetime.ge 5 საათი წინ 2
„პოლიტიკოსობა არ გათავისუფლებს პასუხისმგებლობისაგან“ - გიორგი კახიანი მამუკა ხაზარაძისთვის პატიმრობის შეფარდებაზე
„თავად ამ პოლიტიკოსებს, რომელთაც შეეფარდათ თავისუფლების აღკვეთა, ძალიან კარგად ჰქონდათ გათვითცნობიერებული, რომ როდესაც დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე გამოცხადება არ ხდება და ამას საფუძვლიანი მიზეზი არ გააჩნია, ამას აუცილებლად მოჰყვებოდა სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა", - ასე გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ წევრი, გიორგი კახიანი იმ კრიტიკას, რომელიც "ლელო - ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთ ლიდერ მამუკა ხაზარაძისთვის პატიმრობის შეფარდებას მოჰყვა.მისივე თქმით, პოლიტიკოსობა კანონდამრღვევს არ ათავისუფლებს პასუხისმგებლობისგან.„ის, რომ ესა თუ ის პიროვნება პოლიტიკოსია, ეს იმას არ ნიშნავს, რომ პოლიტიკოსობა გათავისუფლებს რაიმე პასუხისმგებლობისაგან. რთულად მისახვედრი არ არის, რომ ოპოზიციის მხრიდან ამას მოჰყვებოდა შეფასებები, რომ თითქოს, ეს არის პოლიტიკური დევნა და ა.შ. მაგრამ, სინამდვილეში, მგონი, ყველასთვის ძალიან კარგადაა ცნობილი, რომ ეს იყო კანონდარღვევა," - აცხადებს გიორგი კახიანი.შეგახსენებთ, რომ საქართველოს პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის საქმეზე, „ლელო - ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთ ლიდერს, მამუკა ხაზარაძეს სასამართლომ 8 თვიანი პატიმრობა მიუსაჯა.
სრულად წაიკითხეთ სტატია