პატივს ვცემთ სამუშაოს,
რომელსაც საქართველოს
ხელისუფლება უძღვება, -
განუცხადა ჟურნალისტებს
უნგრეთის საგარეო საქმეთა
მინისტრმა, პიტერ სიიარტომ
საქართველოს საგარეო
საქმეთა მინისტრთან, მაკა
ბოჭორიშვილთან შეხვედრის
შემდეგ.მისივე თქმით,
უნგრეთმა და საქართველომ
ერთად გაუწიეს
თანასპონსორობა აშშ-ს მიერ
ინიციირებულ მშვიდობის
რეზოლუციას, რაც მისი
აზრით, ერთადერთი
თავსებადი გზაა მშვიდობის
დასამყარებლად.„ჩვენ უკვე
დავიწყეთ თარიღზე
შეთანხმება, რადგან
მნიშვნელოვნად მივიჩნევთ
სამთავრობოთაშორისი
საბჭოს შეხვედრას, რომელიც
გვინდა რაც შეიძლება მალე
შედგეს.ჩვენ სტრატეგიულ
მნიშვნელობას ვანიჭებთ
ჩვენს თანამშრომლობას
საქართველოსთან. პატივს
ვცემთ სამუშაოს, რომელსაც
საქართველოს ხელისუფლება
უძღვება. თქვენ ხედავთ, რომ
ერთად ძალიან კარგად
ვმუშაობთ საერთაშორისო
არენაზე. გუშინ გაეროში
ჩვენ ერთად გავუწიეთ
თანასპონსორობა აშშ-ს მიერ
ინიციირებულ მშვიდობის
რეზოლუციას, რაც ჩემი აზრით
ერთადერთი თავსებადი გზაა
მშვიდობის დასამყარებლად.
როგორც ხედავთ მსოფლიო
შეიცვალა მნიშვნელოვნად,
იმის მიუხედავად, რომ ორივე
მძიმე შეტევის ქვეშ
ვიმყოფებით, მაგრამ აშშ-ს
ახალი მთავრობის
ხელმძღვანელობით სიტუაცია
ორივე, უნგრეთისა და
საქართველოს
მთავრობებისთვის
ძირფესვიანად შეიცვალა“, -
აღნიშნა მან.