სამანდატო კომისია
განიხილავს შემოსულ ყველა
დოკუმენტაციას
პარლამენტის წევრობის
კანდიდატებთან
დაკავშირებით. შემდეგ უკვე
იქნება კენჭისყრა , -
განაცხადა საპროცედურო
საკითხთა და წესების
საპარლამენტო კომიტეტის
თავმჯდომარემ ირაკლი
ქადაგიშვილმა.„პირველი
სხდომის გახსნას სჭირდება
ცენტრალური საარჩევნო
კომისიის თავმჯდომარის
მოხსენება, რომელიც
გაგვაცნობს [არჩევნების]
საბოლოო შედეგებს, რომელიც
პრინციპში უკვე
გამოქვეყნებულია. ამ
პერიოდში სამანდატო
კომისია განიხილავს
შემოსულ ყველა
დოკუმენტაციას
პარლამენტის წევრობის
კანდიდატებთან
დაკავშირებით. შემდეგ უკვე
იქნება კენჭისყრა და
დამტკიცდება პარლამენტის
უფლებამოსილება“, - აღნიშნა
ქადაგიშვილმა.მე-11
მოწვევის პარლამენტი
ორშაბათს შეიკრიბება.
რადიკალური ოპოზიციის
ლიდერები მიზანმიმართულად
ავრცელებენ სიცრუეს და
ამომრჩეველს არწმუნებენ,
რომ მინიჭებულ მანდატებზე
უარი თქვეს.