“პირველი ნახვის შემდეგ არასოდეს შეცვლილა, რჩება იმ მოღიმარ და სიცოცხლით სავსე მატილდად…”- ფოტოგრაფი ზაქარია ჭელიძე მატილდა გვარლიანზე

Primetime.ge 3 საათი წინ 3
“პირველი ნახვის შემდეგ არასოდეს შეცვლილა, რჩება იმ მოღიმარ და სიცოცხლით სავსე მატილდად…”- ფოტოგრაფი ზაქარია ჭელიძე მატილდა გვარლიანზე
ცნობილი ფოტოგრაფი ზაქარია ჭელიძე Victoria’s secret-ის შოუში პირველი ქართველი მოდელის, მატილდა გვარლიანის მონაწილეობას სოციალურ ქსელში ეხმიანება. ზაქარია ჭელიძე აქვეყნებს მატილდას ფოტოს, რომელიც, მისი თქმით, მაშინ არის გადაღებული, როდესაც მოდელი გაიცნო. როგორც ფოტოგრაფი აღნიშნავს, ამტილდა პირველი ნახვის შემდეგ არასოდეს შეცვლილა და იმავე მოღიმარ და სიცოცხლით სავსე მატილდად რჩება.„აი ასეთი იყო, როცა გავიცანი. მიყვარს ყოველთვის და ვამაყობ ყველგან.მე ვიცი, რატომაა ასეთი პოპულარული, გარდა სილამაზისა და ეშხისა, არის უზომოდ კარგი, ნათელი ადამიანი. ულამაზესების ოჯახიდან და ულამაზესების მხარე სვანეთიდან. უყვარს ყველგან ყველა ყოველთვის.ასეთი ნაშრომი ადამიანები, რომლებიც რჩებიან ადამიანებად, ყველა მიზანს აღწევენ.მატილდაზე შემიძლია ვთქვა, რომ ვარ ბედნიერი ყველა დღით მასთან ურთიერთობით და ის დიდი, დიდი მსოფლიო მასშტაბის ტოპმოდელია.არ მიყვარს იმიტომ, რომ ცნობილია, მიყვარს, რადგან პირველი ნახვის შემდეგ არასოდეს შეცვლილა, რჩება იმ მოღიმარ, სიცოცხლით სავსე მატილდად.ვიქტორიას შოუ არ იყო ეფექტური საერთოდ, მაგრამ კარგი იყო, რადგან პირველად გაუშვეს ლაივში მონტაჟის გარეშე და მანამდე იყო სულ მონტაჟი საუკეთესო კადრების და ამიტომაც ბევრად ეფექტური ჩანდა. ახლა ყველა დეტალი გამოჩნდა და შეფასება კომენტარებში არის, რომ არის ყველაზე სუსტი შოუ, რაც გაუკეთებიათ. მეც ვფიქრობ, მონტაჟი მირჩევნია.მაგრამ იდგე ამ ტოპმოდელების გვერდით, ეს დიდი აღიარებაა. ნინო ცქიტიშვილი [you deserve  ] და ვფიქრობ, მასაც უნდა გადაეცეს მილიონი არანაკლებ ქვეყნის პოპულარიზაციისთვის. მარა ჩვენთან მარტო სპორტია გასაღები.მიყვარხარ და ვამაყობ შენით, ვინახავ მის ფოტოებს, მერე როდისმე გამოვაჩენ“, – წერს ზაქარია ჭელიძე სოციალურ ქსელში.
სრულად წაიკითხეთ სტატია