ზამთრის პერიოდში, პირველი
დეკემბრიდან პირველ
მარტამდე გზის ცალკეულ
მონაკვეთებზე
სატრანსპორტო საშუალების
ზამთრის საბურავებით
მოძრაობა სავალდებულოა, –
ამის შესახებ შინაგან
საქმეთა სამინისტროს მიერ
გავრცელებულ
ინფორმაციაშია
აღნიშნული.ამასთან, შსს-ს
განმარტებით, ზამთრის
პერიოდში, მეტეოროლოგიური
პირობების
გათვალისწინებით,
პოლიციის მიერ, შესაძლოა,
დაწესდეს სატრანსპორტო
საშუალების არანაკლებ
წამყვან თვლებზე
მოცურების საწინააღმდეგო
ჯაჭვის დამაგრების
მოთხოვნა.„ზამთრის
საბურავი უნდა
აკმაყოფილებდეს შემდეგ
კრიტერიუმებს:საბურავზე
დატანილი უნდა იყოს
სიმბოლო – ფიფქი.საბურავის
პროტექტორის სიღრმე უნდა
იყოს: არანაკლებ 3 მმ.
მსუბუქი
ავტომობილებისთვის (M1) და
სატვირთოებისთვის (N1, N2, N3);
არანაკლებ 4 მმ. −
მიკროავტობუსისთვის (M2) და
ავტობუსისთვის
(M3);საბურავის დამზადებიდან
არ უნდა იყოს გასული 10
წელი;საბურავზე
შესაძლებელი უნდა იყოს
დამზადების თარიღის
წაკითხვა;ავტობუსისთვის (M3)
და 3.5 ტონაზე მეტი სრული
მასის მქონე სატვირთო
სატრანსპორტო
საშუალებისთვის (N2, N3)
დასაშვებია იმგვარი
ზამთრის საბურავით
გადაადგილება, რომელზეც არ
არის დატანილი სიმბოლო –
ფიფქი. ამ შემთხვევაში
საქართველოს შინაგან
საქმეთა სამინისტროს
დანაყოფი უფლებამოსილია,
ზემოაღნიშნული
კატეგორიების
სატრანსპორტო
საშუალებებისთვის
დააწესოს არანაკლებ ერთი
წამყვანი ღერძის ყველა
თვალზე სათანადო
მახასიათებლების მქონე
მოცურების საწინააღმდეგო
ჯაჭვის დამაგრების
მოთხოვნა;მოცურების
საწინააღმდეგო ჯაჭვი უნდა
იყოს ქარხნული წესით
დამზადებული,
სატრანსპორტო საშუალების
საბურავის ზომის
შესაბამისი და
თოვლით/ყინულით დაფარული
გზის ზედაპირზე
გამოსაყენებლად
ვარგისი;მოცურების
საწინააღმდეგო ჯაჭვი
გამოყენებული უნდა იყოს
მხოლოდ თოვლით ან/და
ყინულით დაფარულ გზაზე.თუ
ზამთრის საბურავი ან/და
მოცურების საწინააღმდეგო
ჯაჭვი არ შეესაბამება
დადგენილ მოთხოვნებს,
პოლიციელი უფლებამოსილია,
პირს აუკრძალოს
დადგენილებით განსაზღვრულ
ადგილას/გზის მონაკვეთზე
შესვლა;თუ ზამთრის
საბურავი ან/და მოცურების
საწინააღმდეგო ჯაჭვი არ
შეესაბამება დადგენილ
მოთხოვნებს და ამ
სატრანსპორტო საშუალებით
მოძრაობა საფრთხეს უქმნის
საგზაო მოძრაობის
მონაწილეებს, პირს,
შესაძლოა, დროებით
ჩამოერთვას სატრანსპორტო
საშუალება და განთავსდეს
დაცულ სადგომზე;ზამთრის
საბურავისა და მოცურების
საწინააღმდეგო ჯაჭვის
მოთხოვნებთან
შეუსაბამობის შემთხვევაში
პირი დაჯარიმდება 100 ლარით
და მართვის მოწმობისთვის
მინიჭებული ქულათა
რაოდენობა შეუმცირდება 5
ქულით.დეტალური
ინფორმაცია ზამთრის
საბურავისა და მოცურების
საწინააღმდეგო ჯაჭვის
სათანადო
მახასიათებლების, ასევე, იმ
ადგილის/გზის
მონაკვეთების
ჩამონათვალის შესახებ,
სადაც ზამთრის პერიოდში
სატრანსპორტო საშუალების
მოძრაობა სავალდებულო
იქნება ზამთრის
საბურავებით ან/და
მოცურების საწინააღმდეგო
ჯაჭვით, იხილეთ ბმულზე“, –
აღნიშნულია შსს-ს
ინფორმაციაში.