თბილისის მერიის
პროგრამით „აუტიზმის
სპექტრის დარღვევის მქონე
ბავშვთა აბილიტაციის“
განსაზღვრულ მომსახურებას
დამატებით 300 ბავშვი და
მოზარდი მიიღებს.როგორც
დედაქალაქის მერმა კახა
კალაძემ თბილისის
მუნიციპალიტეტის
მთავრობის სხდომაზე
აღნიშნა, შესაბამისი
ცვლილებები პირველი
აპრილიდან შევა
ძალაში.„თბილისის მერია
აუტიზმის სპექტრის
დარღვევის მქონე
ბავშვებისა და მოზარდების
მხარდაჭერას განაგრძობს
და „აუტიზმის სპექტრის
დარღვევის მქონე ბავშვთა
აბილიტაციის“ პროგრამაში
ცვლილებებს მუდმივად
ახორციელებს. მორიგი ასეთი
ცვლილებით, პირველი
აპრილიდან, პროგრამით
განსაზღვრულ მომსახურებას
დამატებით 300 ბავშვი და
მოზარდი მიიღებს. ეს სიახლე
აუტიზმის შესახებ
ცნობიერების ამაღლების
მსოფლიო დღეს უკავშირდება
და მიზნად, აღნიშნული
საჭიროების მქონე
ოჯახების გვერდით დგომას
ისახავს, რადგან ამ
სერვისის უწყვეტ რეჟიმში
მიღება დიდ თანხასთან არის
დაკავშირებული“, - აღნიშნა
თბილისის მერმა.მისივე
თქმით, თბილისის მერიის
პროგრამის მიმდინარე წლის
ბიუჯეტი 11 245 000 ლარამდე
გაიზარდა და აპრილიდან 2 400
ბავშვს და მოზარდს
დაუფინანსდება
მულტიდისციპლინური გუნდის
მიერ შედგენილი
კომპლექსური თერაპიის 20
სეანსი.„რაც შეეხება
სერვისის
განმახორციელებელ
დაწესებულებებს, მათი
რიცხვიც გაზრდილია.
იანვრიდან მერიის
პროგრამით
გათვალისწინებული
მომსახურების მიმწოდებლად
მე-11 ორგანიზაცია ჩაერთო.
აღსანიშნავია, რომ
„აუტიზმის სპექტრის
დარღვევის მქონე ბავშვთა
აბილიტაციის პროგრამის“
დაწყების დროისთვის, 2015
წლის ივლისში, პროგრამაში
სერვისის მიმწოდებელი ორი
დაწესებულება და 325 ბავშვი
იყო ჩართული, ხოლო ბიუჯეტი
500 000 ლარს შეადგენდა. მას
შემდეგ, პროგრამის ბიუჯეტი
ყოველწლიურად იზრდებოდა
და შესაბამისად, მეტი
ბავშვის დაფინანსება
ხდებოდა შესაძლებელი.
ასევე, მოიმატა ერთი
ბენეფიციარის
დაფინანსების ოდენობამ“, -
განაცხადა კახა
კალაძემ.მისივე თქმით,
მერიის პროგრამის
ფარგლებში, თერაპიული
სეანსები თავიდან 2-დან 14
წლის ასაკის ბავშვებს
უფინანსდებოდათ. „ჩვენი
გადაწყვეტილებით,
რამდენიმე წლის წინ
პროგრამაში შევიტანეთ
ცვლილება და 18 წლამდე
მოზარდებსაც ვეხმარებით.
მათაც აქვთ შესაძლებლობა,
აღნიშნულ პროგრამაში
ჩაერთონ“, - განაცხადა კახა
კალაძემ.