პირველ რიგში,
ახალგაზრდებისთვის არის
მნიშვნელოვანი, რომ
იცოდნენ, თუ რა ძალებთან
გვაქვს საქმე,- განაცხადა
ფრაქცია „ქართული ოცნების"
თავმჯდომარის მოადგილე,
ლევან მაჭავარიანმა
პარლამენტის დროებითი
საგამოძიებო კომისიის
მუშაობის
შეფასებისას.„ამაზე
მნიშვნელოვანი ჩვენი
ქვეყნისთვის ახლა არაფერი
არ არის იქიდან
გამომდინარე, რომ ეს არის
ჩვენი ქვეყნის უახლესი
ისტორია, რომელიც ყველამ
უნდა იცოდეს. ჩვენ არ
ვსაუბრობთ 200 და 300 წლის
წინანდელ მოვლენებზე და
პირველ რიგში,
ახალგაზრდებისთვის არის
მნიშვნელოვანი, რომ
იცოდნენ, თუ რა ძალებთან
გვაქვს საქმე, რომლებსაც
მფარველები ჰყავს „დიფ
სთეითის“ სახით. თურმე, რას
ჩადიოდა კოლექტიური
„ნაციონალური მოძრაობა”, -
განაცხადა ლევან
მაჭავარიანმა.2003–2012 წლებში
მოქმედი რეჟიმის, ამ
რეჟიმის პოლიტიკური
თანამდებობის პირებისა და
პოლიტიკურ პარტიებში
გაერთიანებული მოქმედი და
ყოფილი თანამდებობის
პირების 2003 წლიდან დღემდე
საქმიანობის შემსწავლელმა
პარლამენტის დროებითმა
საგამოძიებო კომისიამ
გუშინ საკუთრების უფლების
დარღვევისა და
არაადამიანური მოპყრობის
ფაქტები განიხილა.
სხდომაზე მოუსმინეს წინა
ხელისუფლების დროს
დაკავებულ გიორგი
ზერეკიძეს, რომელიც იმ დროს
არასრულწლოვანი იყო, ასევე
გორის ბაზრობის წართმევის
საკითხზე ბაზრის ყოფილი
მფლობელს ჯემალ
წიკლაურს.დღეს კი
პარლამენტის საგამოძიებო
კომისიის სხდომაზე რამაზ
ახვლედიანს, გივი
თარგამაძესა და კახა
დაბრუნდაშვილს მოუსმენენ,
სხდომას პენიტენციური
დაწესებულებიდან
მსჯავრდებულიც ჩაერთვება.