"პირდაპირი მოწოდებაა, ისინი ამბობენ, რომ გასაგებია, თქვენ პროტესტს გამოთქვამთ, მაგრამ ეს პროდუქტიული გახდება მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ საკრალური მსხვერპლი გამოჩნდება" - თენგიზ შარმანაშვილი

Primetime.ge 4 საათი წინ 2
"პირდაპირი მოწოდებაა, ისინი ამბობენ, რომ გასაგებია, თქვენ პროტესტს გამოთქვამთ, მაგრამ ეს პროდუქტიული გახდება მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ საკრალური მსხვერპლი გამოჩნდება" - თენგიზ შარმანაშვილი
ლორა თორნტონის განცხადებას, სადაც ის ამბობს, რომ "ქართული ოცნების" დღეები დათვლილია, მმართველ გუნდში აფასებენ. გარდა ამისა, უმრავლესობაში იხსენებენ "მაკკეინის ინსტიტუტის" განცხადებას, სადაც ინსტიტუტი გაოცებას არ მალავდა, რომ საპროტესტო მუხტის შემდეგ მსხვერპლი არ ყოფილა.როგორც პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, თენგიზ შარმანაშვილი მიიჩნევს, პროცესები, რომელიც დღეს ქვეყანაში ვითარდება, წინასწარ არის გაწერილი."ეს არის პირდაპირი მოწოდება, რომ ჩვენი სცენარი წარმატებით იმიტომ არ ვითარდება, რომ თქვენ ერთ-ერთი მთავარი კომპონენტი, რომ საკრალური მსხვერპლი არის საჭირო ამ რევოლუციური სიტუაციის ასაგორებლად, ამას ვერ ასრულებთ. პირდაპირი მოწოდებაა, ისინი ამბობენ, რომ გასაგებია, თქვენ ქუჩაში დადიხართ, გასაგებია, რომ პროტესტს გამოთქვამთ, მაგრამ ეს პროდუქტიული გახდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს საკრალური მსხვერპლი გამოჩნდება. ამაზე პირდაპირ საუბრობენ. იმდენად გამოუვალ მდგომარეობაში არიან და იმდენად არ ვითარდება მათ მიერ დაგეგმილი სცენარი, მათთვის სასარგებლოდ, რომ ამაზე ხმამაღლა ლაპარაკიც კი უწევს", - აცხადებს თენგიზ შარმანაშვილი.
სრულად წაიკითხეთ სტატია