მომავალი კვირიდან,
პარლამენტში საგამოძიებო
კომისიის შექმნის
პროცედურები იწყება.
"ქართული ოცნების"
ინიციატივით, კომისიამ 2003 -
2012 წლებში ხელისუფლებისა და
პოლიტიკური თანამდებობის
პირების საქმიანობა უნდა
შეისწავლოს.საკითხი
ორშაბათს ბიუროზე
დაინიციირდება, რის მერეც,
სესიაზე გავა. მმართველ
გუნდში აცხადებენ, რომ
"ნაციონალური მოძრაობის"
ხელისუფლების ქმედებებს
უნდა მიეცეს
სამართლებრივი შეფასება
და საზოგადოებას უნდა
ჰქონდეს ინფორმაცია, რა
ხდებოდა იმ პერიოდში
ქვეყანაში."მნიშვნელოვანია
ასეთი კომისია, რადგან
იცით, რომ ბოლო 12 წლის
განმავლობაში, რაც "ქართული
ოცნება" არის
ხელისუფლებაში, არ
მომხდარა "ნაციონალური
მოძრაობის" სამართლებრივი
შეფასება, როგორც რეჟიმის.
რა თქმა უნდა, ცალკეულმა
მათმა ლიდერებმა მოიხადეს
სასჯელი და მიხეილ
სააკაშვილი ახლაც ციხეში,
ხოლო კეზერაშვილი,
ადეიშვილი და სხვები
გაქცეულები არიან. ჩვენ
ვასრულებთ ჩვენს
საარჩევნო დაპირებას და
საგაზაფხულო სესიაზე
შეიქმნება კომისია,
რომელიც იმუშავებს 6 თვის
განმავლობაში.
ფაქტობრივად, პირდაპირ
ეთერში შევახსენებთ ჩვენი
ქვეყნის მოქალაქეებს რა
რეჟიმია "ნაციონალური
მოძრაობა", რამდენი
უბედურება, სისხლი და
ცრემლი მოუტანა ჩვენს
ქვეყანას და ვინ არიან ის
ადამიანები, რომლებიც
სახეშეცვლილები,
სხვადასხვა პოლიტიკურ
პარტიას ამოფარებულები
ცდილობენ ხელისუფლებაში
დაბრუნებას", - განაცხადა
ვლადიმერ
ბოჟაძემ.ოპოზიციაში
პროცესებს არალეგიტიმურს
უწოდებენ და ამბობენ, რომ
"ქართული ოცნება"
ყურადღების სხვა თემებზე
გადატანას ცდილობს.