2025 წელს 70 წლამდე
პენსიონერებისთვის
ასაკობრივი პენსია 350 ლარი
გახდება - ამის შესახებ
ცვლილებები 2025 წლის
ბიუჯეტის პროექტის
საბოლოო ვერსიაში
აისახება.აღსანიშნავია,
რომ პროექტის თავდაპირველ
ვერსიაში, ამ ასაკობრივი
კატეგორიისთვის პენსიის 20
ლარით, 335 ლარამდე გაზრდა
იყო ჩადებული.ამასთან
ბიუჯეტის პროექტის
მიხედვით, მაღალმთიან
რეგიონებში მცხოვრები 70
წლამდე პენსიონერები 400
ლარს მიიღებენ.რაც შეეხება
სხვა ასაკობრივ
კატეგორიას, ბიუჯეტის
პროექტის მიხედვით, 70 წლის
და მეტი ასაკის
პენსიონერთა პენსია
იზრდება 35 ლარით და
განისაზღვრება 450 ლარის
ოდენობით. ამავე
კატეგორიის პენსიონერთა
პენსია მაღალმთიან
დასახლებებში თითქმის 540
ლარს გაუტოლდება.გარდა
ასაკობრივი პენსიისა,
მომავალ წელს
გათვალისწინებულია
მკვეთრად გამოხატული და 18
წლამდე შშმ პირების
სოციალური გასაცემის ზრდა
35 ლარით, ხოლო დანარჩენი
კატეგორიის შშმ პირთა
გასაცემლის ზრდა 20 ლარით.