საქართველოში 2012 წელს
პენსიონერების რაოდენობა
683 ათასი იყო და ეს
რაოდენობა გაზრდილია 869
ათასამდე, აქაც პირდაპირ
ჩანს, თუ რამხელა ეფექტი
აქვს ჯანდაცვის
პროგრამებს, – ამის შესახებ
საქართველოს
პრემიერ-მინისტრმა ირაკლი
კობახიძემ პარლამენტში
ყოველწლიური მოხსენებით
გამოსვლისას
განაცხადა.როგორც
მთავრობის მეთაურმა
აღნიშნა, 186 ათასით გაიზარდა
პენსიონერების რაოდენობა
ჩვენს ქვეყანაში, ეს
მეტყველებს იმაზე, რომ
პირდაპირი შედეგი აქვს
ჯანდაცვის პროგრამებს,
სოციალურ პროგრამებს,
რომლებიც ამოქმედდა
ქვეყანაში.„რაც შეეხება
პენსიებს, მოგეხსენებათ,
რომ ჩვენ გვქონდა დაპირება,
2025 წლისთვის გაგვეზარდა
პენსია 35 ლარით, რაც
შესრულდა და აისახა 2025 წლის
ბიუჯეტში, 70 წლამდე ასაკის
პენსიონერებისათვის
პენსია გახდა 350 ლარი 70 წელს
გადაცილებული
პენსიონერებისთვის 450 ლარი.
მაღალმთიან რეგიონებში
მოქმედებს შესაბამისი
დანამატი. აქაც მინდა, ერთი
მაჩვენებელი კიდევ ერთხელ
გავიხსენო. 683 ათასი იყო
პენსიონერების რაოდენობა
საქართველოში 2012 წელს და ეს
რაოდენობა გაზრდილია 869
ათასამდე, აქაც პირდაპირ
ჩანს, თუ რამხელა ეფექტი
აქვს ჯანდაცვის
პროგრამებს, რომლებიც ჩვენ
დავნერგეთ ჩვენს
ქვეყანაში. 186 ათასით
გაიზარდა პენსიონერების
რაოდენობა ჩვენს
ქვეყანაში, ეს თავისთავად
მეტყველებს იმაზე, რომ
პირდაპირი შედეგი აქვს
ჯანდაცვის პროგრამებს,
სოციალურ პროგრამებს,
რომლებიც ამოქმედდა ჩვენს
ქვეყანაში და რომელთა
მასშტაბები უპრეცედენტოდ
გაფართოვდა გასული წლების
განმავლობაში.ცალკე
აღვნიშნავ, რომ 76
მილიონიდან 95 მილიონამდე
გაიზარდა სოციალური
რეაბილიტაციისა და
ბავშვზე ზრუნვის
სახელმწიფო პროგრამის
ბიუჯეტი, გრძელდება
დევნილების საცხოვრებლით
უზრუნველყოფა. 2024 წელს 2022
ოჯახი დაკმაყოფილდა ახალი
საცხოვრებელი ფართებით და
2025 წელს უკვე დაკმაყოფილდა
682 ოჯახი“, – განაცხადა
ირაკლი კობახიძემ.