პეკინში, საქართველოსა და
ჩინეთის სახალხო
რესპუბლიკის საგარეო
საქმეთა სამინისტროებს
შორის, პოლიტიკური
კონსულტაციების მეცხრე
რაუნდი გაიმართა.
მხარეებმა განიხილეს
სტრატეგიული პარტნიორობის
გაღრმავებისა და
თანამშრომლობის
გაფართოების საკითხები -
სავაჭრო, ეკონომიკის,
ტრანსპორტისა და ტურიზმის
მიმართულებით.ქართულმა
მხარემ მზადყოფნა
გამოხატა, კიდევ უფრო
გააძლიეროს საკუთარი როლი
როგორც "სარტყელისა და
გზის" ინიციატივის, ასევე
"შუა დერეფნის"
განვითარებაში.