პარტნიორებში არის საწინააღმდეგო მოსაზრებები, ძალიან ბევრი რჩევა და რეკომენდაცია უკვე გაგზავნილია, რომ ეუთო-ს საპარლამენტო ანსამბლეის დელეგაციის ვიზიტი გადაიდოს - გიგი წერეთელი

Primetime.ge 1 დღე წინ 10
პარტნიორებში არის საწინააღმდეგო მოსაზრებები, ძალიან ბევრი რჩევა და რეკომენდაცია უკვე გაგზავნილია, რომ ეუთო-ს საპარლამენტო ანსამბლეის დელეგაციის ვიზიტი გადაიდოს - გიგი წერეთელი
პარტნიორებში არის საწინააღმდეგო მოსაზრებები, ძალიან ბევრი რჩევა და რეკომენდაცია უკვე გაგზავნილია იმისთვის, რომ ეუთო-ს საპარლამენტო ანსამბლეის დელეგაციის ვიზიტი გადაიდოს, -ამის შესახებ „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა, გიგი წერეთელმა განაცხადა.„ზოგადად, ეუთო-ს საპარლამენტო ანსამბლეის მანდატი მოიცავს არჩევნების შემდგომ მონიტორინგის გაგრძელებას და ამ მიმართულებით ვიზიტები ხორციელდება, მითუმეტეს, როცა არის პრობლემური ქვეყანა და პრობლემური ვითარება. როგორც ჩანს, ეს ვიზიტი ასე დაიგეგმა. აღსანიშნავია, ისევე როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ, ჩვენი პარტნიორებისთვის ეს დრო არ არის კარგად შერჩეული, რადგან მთავარი საკითხები არის არა ის, რეკომენდაციები როგორ შესრულდა, მთავარი საკითხი ისაა, რომ ახალი არჩევნების დანიშვნაზე უნდა იყოს მოლაპარაკება და პოლიტიკურად მოტივირებული პატიმრობების დასრულება, იმ ადამიანების გათავისუფლება, ვინც აქციების დროს იყო დაპატიმრებილი. ესაა მთავარი საკითხები და თუ ეს საკითხებია განსახილველი და ამის გამო იგეგმება ეს ვიზიტი, მაშინ ამაზე პასუხი იქნება, სხვა თვალსაზრისით, უბრალოდ ჩამოსვლა. შეხვედრები დე ფაქტო ხელისუფლებას მისცემს საშუალებას, თითქოს არაფერი ხდება და ჩვეულებრივად თანამშრომლობა გრძელდება. ამიტომ ჩაითვალა, რომ ეს დრო ასეთი ვიზიტისთვის არ იქნება სწორი, არამხოლოდ ოპოზიციისთვის, არამედ თვითონ ეუთო-ს საპარლამენტო ანსამბლეის შიგნით. პარტნიორებში არის საწინააღმდეგო მოსაზრებები და ძალიან ბევრი რჩევა, რეკომენდაცია უკვე გაგზავნილია იმისთვის, რომ ეს ვიზიტი გადაიდოს“,- აღნიშნა გიგი წერეთელმა.ცნობისთვის, ევროპარლამენტარმა რიჰარდ კოლსმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი 8-10 იანვარს საქართველოში დელეგაციით ვიზიტს გეგმავს.სამმა ოპოზიციურმა გაერთიანებამ პია კაუმას წერილით მიმართა, რომელშიც ნათქვამია, რომ „ვიზიტის გადადება იქნება საუკეთესო გადაწყვეტილება, ვიდრე რეჟიმი არ აიღებს ვალდებულებას არჩევნების დანიშვნისა და პოლიტპატიმრების გათავისუფლების მიმართ“.ასევე, პია კაუმას წერილით მიმართა გიორგი გახარიამ, რომლის მიხედვითაც, გახარია მოუწოდებს პია კაუმას, გადახედოს თბილისში ვიზიტის მიზანსა და დროს.
სრულად წაიკითხეთ სტატია