“პარტიაში ის ადამიანები აღმოჩნდნენ, ვინც დაგვცინოდნენ და გვაგინებდნენ” – მიშა მესხი

News.ge 2 თვის წინ 25
“პარტიაში ის ადამიანები აღმოჩნდნენ, ვინც დაგვცინოდნენ და გვაგინებდნენ” – მიშა მესხი

თბილისის საკრებულოს დეპუტატიმიშა მესხი მოახლოებულ არჩევნებზე საუბრობს:

“ამ წინასაარჩევნოდ ბევრჯერ გამიგია სიტყვა, მოიცა რა, რა ნაცები მოვლენ და ნაცების დრო წავიდა…

იცით, რა მაინტერესებს? თქვენი აზრით, ეს “ახალი” და ნაციონალური მოძრაობა რომ მოვიდეს უმრავლესობაში, დავუშვათ, გაქვთ იმის ილუზია, რომ სასჯელს ბოლომდე მოიხდის?

ან გაქვთ ილუზია, როცა სააკაშვილი ციხიდან გამოვა დათო ახალაია, ბაჩო ახალია, დავით კეზერაშვილი, გია უდესიანი საქართველოში არ ჩამოვლენ? ან მეგის ქარდავა, რომელსაც ყველაზე ცუდ საქმეებს აკეთებინებდა ეს ხელისუფლება, არ გამოვა ციხიდან? ამიტომ არ უნდა დავუშვათ იმ მანიაკების მობრუნება ხელისუფლებაში.

მე მესმის თქვენი, ბევრი ძალიან გაბრაზებულნი ხართ. მესმის თქვენი გაბრაზებაც, მეც გაბრაზებული ვარ, თუნდაც იმიტომ, რომ ის ადამიანები არ იქნენ ისე დაფასებულნი, ვინც წინა ხელისუფლებას ებრძოდნენ და მეტიც, ჩვენ პარტიაში ის ადამიანები აღმოჩნდნენ, ვინც დაგვცინოდნენ და გვაგინებდნენ.

გამაღიზიანებელია, როცა ვიღაცეები გამოვლენ და გეტყვიან, მიშას ვებრძოდიო და თვალით არ გვინახია, “ქართულ ოცნებაში” 2018–19 წლებში რომ ამოვიდნენ სოკოებივით, მე მათი ბრძოლა არ მახსოვს.

მე 2012 წლიდან ვარ ამ გუნდში და მანამდეც, 2005–06 წლებში, როცა 20 კაცი კეტავდა ქუჩას და სააკაშვილის საწინააღმდეგო აქციებს აკეთებდა, იმ 20 კაცში შევდიოდი, ნაკლები.

მეგობრებო, არ არის გაბუტვის დრო, ყველა ერთად უნდა წავიდეთ 26-ში არჩევნებზე”, – განაცხადა მიშა მესხმა.

სრულად წაიკითხეთ სტატია