„პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, შეხვედრებს ქობულეთის მოსახლეობასთან აგრძელებს

Primetime.ge 2 თვის წინ 63
„პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, შეხვედრებს ქობულეთის მოსახლეობასთან აგრძელებს
„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ქობულეთის დელეგატი გია ჭყონია, აჭარის უმაღლეს საბჭოში ქობულეთის დელეგატ ცოტნე ანანიძესთან ერთად, ქობულეთში, რუსთაველის ქუჩაზე მცხოვრებ მოსახლეობას, ასევე ციხისძირსა და კვირიკეში ე.წ „ფაბრიკების დასახლებაში“ მცხოვრებ მოქალაქეებს შეხვდა.შეხვედრაზე განიხილეს დასახლებების საჭიროებები და მათი გადაჭრის გზები. დელეგატმა მოსახლეობასთან ისაუბრა ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ მდგომარეობასა და მიმდინარე მოვლენებზე. ამომრჩეველი გაეცნო გუნდის სამომავლო გეგმებს, ასევე ისაუბრეს 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების მნიშვნელობაზე.
სრულად წაიკითხეთ სტატია