ძალიან დიდი იმედი მაქვს,
რომ თვითმმართველობის
არჩევნებთან დაკავშირებით
ოპოზიცია ერთიან
გადაწყვეტილებას მიიღებს,
– ამის შესახებ „ერთიანობა
– ნაციონალური მოძრაობის“
ლიდერმა, თინა ბოკუჩავამ
განაცხადა.მისი თქმით,
ნებისმიერი პარტია,
რომელიც ადგილობრივი
თვითმმართველობის
არჩევნებში შესვლის
გადაწყვეტილებას მიიღებს
ორი ფუნდამენტური
მოთხოვნის დაკმაყოფილების
გარეშე, ძალიან მძიმე
განაჩენს მიიღებს
ქართველი
ხალხისგან.„დაპირისპირება
რუსულ ოცნებაშია, ძალიან
გრძელია იმ ადამიანების
სია, რომლებიც ცდილობენ,
თავი დააღწიონ ამ
ბოროტებას, რომელსაც
წარმოადგენს ივანიშვილი,
რის გამოც ისინი და მათი
ოჯახის წევრები დგებიან
საფრთხის ქვეშ, რომ
ვეღარასოდეს შედგან ფეხი
თავისუფალ სამყაროში,
ამერიკის შეერთებულ
შტატებში თუ ევროკავშირის
ქვეყნებში, არამცთუ ის, რომ
მათმა შვილებმა ისწავლონ
პენსილვანიის
უნივერსიტეტში,
კალიფორნიაში თუ
ევროკავშირის წევრ
ქვეყნებში. ეს არის ის
საფრთხე, რომელიც მათ
რეალურად ყველაზე მეტად
აღელვებთ. ეს იწვევს ძალიან
სერიოზულ განხეთქილებას
რუსულ ოცნებაში და ამის
ფონზე, პროპაგანდა, რომელიც
ყოველთვის ცდილობს
ტყუილ-მართლის აღრევას და
სიმართლის ინვერსიას, ანუ
შემოტრიალებას და ტყუილის
სიმართლედ გაყიდვას,
ცდილობს, აქაც შეაბრუნოს
სიმართლე და „ოცნებაში“
არსებული რღვევის ნაცვლად
ისრები გადაიტანოს
არარსებულ
დაპირისპირებაზე
ოპოზიციაში. ძალიან დიდი
იმედი მაქვს, რომ ოპოზიცია,
საბოლოო ჯამში, ერთიან
გადაწყვეტილებას მიიღებს
თვითმმართველობის
არჩევნებთან
დაკავშირებით. მჯერა, თუ ეს
ასე არ იქნება, ნებისმიერი
პარტია, რომელიც ქართველი
ხალხის ინტერესის
წინააღმდეგ და
ფუნდამენტური მოთხოვნების
დაუკმაყოფილებლობის
შემთხვევაში, როგორიც არის
ყველა პოლიტიპატიმრის
გათავისუფლება და ახალი,
თავისუფალი, დემოკრატიული
საპარლამენტო არჩევნების
ჩანიშვნა, ამ ორი
ფუნდამენტური მოთხოვნის
გარეშე ადგილობრივი
თვითმმართველობის
არჩევნებში შესვლის
გადაწყვეტილებას, ძალიან
მძიმე განაჩენი მოჰყვება
ქართველი ხალხისგან,
რომელიც ამდენი თვეა ასე
თავდაუზოგავად იბრძვის
ჩვენი ქვეყნის ევროპული
მომავლისთვის“, –
განაცხადა თინა ბოკუჩავამ.