პარლამენტში შექმნილი, 2003-2012
წლებში მოქმედი რეჟიმისა
და რეჟიმის პოლიტიკური
თანამდებობის პირების
საქმიანობის შემსწავლელი
დროებითი საგამოძიებო
კომისია მუშაობას დღეიდან
განაახლებს.კომისიაზე
ამჯერად მიწვეული არიან:
ემზარ კვიციანი, გიორგი
კაპანაძე, მარიამ რატიანი,
გიორგი კანდელაკი და
გიორგი თარგამაძე. უკვე
ცნობილია, რომ თარგამაძე
სხდომაში მონაწილეობის
მიღებას არ აპირებს.
ამასთან სხდომის ბოლოს
დაგეგმილია პენიტენციური
დაწესებულებიდან
მსჯავრდებულის ჩართვა.
სხდომა პარლამენტში 11:00
საათზეა
ჩანიშნული.კომისია
მანდატს აფართოებს და
„ნაციონალური მოძრაობის“
მიერ 2012 წლიდან ჩადენილი
ანტი სახელმწიფოებრივ
ქმედებებსაც შეისწავლის.
დეპუტატები ხუთი
მიმართულებით მუშაობენ,
მათ შორისაა 2008 წლის ომი,
ომისწინა პერიოდი და
ბიზნესის რეკეტი.2003-2012
წლებში მოქმედი რეჟიმისა
და რეჟიმის პოლიტიკური
თანამდებობის პირების
საქმიანობის შემსწავლელმა
საქართველოს პარლამენტის
დროებითმა საგამოძიებო
კომისიამ 28 მარტს 2004-2008
წლებში საქართველოს
ოკუპირებულ ტერიტორიებზე
შექმნილ ვითარებასა და 2008
წლის აგვისტოს ომთან
დაკავშირებით ოთხ პირს:
მამუკა ყურაშვილს, გოგა
ხაინდრავას, ირაკლი
ბათიაშვილს და გიორგი
ვოლსკის მოუსმინა.