საპარლამენტო
უმრავლესობის ლიდერის,
მამუკა მდინარაძის
განცხადებით, საგაზაფხულო
სესიის პირველივე კვირაში,
პარლამენტში შეიქმნება
დროებითი საგამოძიებო
კომისია, რომელიც 2003-2012
წლებში არსებული
ხელისუფლებისა და
პოლიტიკური თანამდებობის
პირების საქმიანობას
შეისწავლის.მისივე
ინფორმაციით, კომისია 6
თვის განმავლობაში
იმუშავებს და შესაბამისი
დასკვნა სექტემბრისთვის
მზად იქნება."სისტემური
დანაშაულების გამოძიების
მიზნით და რეჟიმის
შესაფასებლად,
საქართველოს პარლამენტში
საგაზაფხულო სესიის
პირველივე კვირაში
შეიქმნება 2003-2012 წლებში
მოქმედი რეჟიმისა და
რეჟიმის პოლიტიკური
თანამდებობის პირების
საქმიანობის შემსწავლელი
დროებითი საგამოძიებო
კომისია, რომელიც 6 თვის
განმავლობაში იმუშავებს
და მოამზადებს დასკვნას,
რომელსაც საქართველოს
პარლამენტი განიხილავს და
დაამტკიცებს სექტემბრის
პირველი სასესიო
კვირისათვის", - განაცხადა
მამუკა მდინარაძემ.