პარლამენტში დღეს
ოფიციალურად შეიქმნება
დროებითი საგამოძიებო
კომისია. საუბარია
დეპუტატთა ჯგუფზე,
რომელმაც "ნაციონალური
მოძრაობის" მმართველობის
პერიოდში პოლიტიკური
თანამდებობის პირების
საქმიანობა უნდა
შეისწავლოს.დღესვე,
საპარლამენტო სესიაზე
განისაზღვრება კომისიის
მუშაობის გრაფიკი და
მიმართულებები. ის 6 თვე
იმუშავებს. ამ პერიოდის
განმავლობაში, მოხდება
ყველა იმ პირის დაბარება და
გამოკითხვა, რომელთაც
შეიძლება, რაიმე კავშირი
ჰქონდეთ 2003-2012 წლებში
ჩადენილ
დანაშაულებთან.ცნობილია,
რომ 2008 წლის ომის საქმეზე
გამოძიების ადრესატები
სამხედროები არ
იქნებიან."ნაციონალური
მოძრაობის" მმართველობის
პერიოდზე მომზადებული
პოლიტიკური და
სამართლებრივი შეფასება
პროკურატურას
გადაეგზავნება.