პარლამენტში დაზღვევის
სახელმწიფო
ზედამხედველობის
სამსახურის სამეთვალყურეო
საბჭოს სხდომა
გაიმართა.შეხვედრას
ესწრებოდნენ
სამეთვალყურეო საბჭოს
თავმჯდომარე პაატა
კვიჟინაძე, საბჭოს მუდმივი
წევრები: ფინანსთა
მინისტრი ლაშა ხუციშვილი;
გარემოს დაცვისა და სოფლის
მეურნეობის მინისტრი
დავით სონღულაშვილი;
ოკუპირებული
ტერიტორიებიდან დევნილთა,
შრომის, ჯანმრთელობისა და
სოციალური დაცვის
მინისტრი მიხეილ
სარჯველაძე; საქართველოს
ბიზნეს ასოციაციის
პრეზიდენტი სოსო ფხაკაძე
და საქართველოს
დამსაქმებელთა ასოციაციის
პრეზიდენტი ელგუჯა მელაძე,
ასევე, დაზღვევის
სახელმწიფო
ზედამხედველობის
სამსახურის ხელმძღვანელი
დავით ონოფრიშვილი და
ეკონომიკისა და მდგრადი
განვითარების მინისტრის
მოადგილე ირაკლი
ნადარეიშვილი.საბჭოს
წევრებს სახელმწიფო
ზედამხედველობის
სამსახურის უფროსმა, დავით
ონოფრიშვილმა სადაზღვევო
სექტორის 2024 წლის ანგარიში ,
2025 წლის 5 თვის შედეგები და
სამსახურის განვითარების
2025-2029 წლების სტრატეგია
გააცნო.სხდომაზე, საუბარი
შეეხო აღნიშნულ სფეროში
არსებულ მიღწევებს,
გამოწვევებს და სამომავლო
გეგმებს.
საფინანსო-საბიუჯეტო
კომიტეტის თავმჯდომარის
პაატა კვიჟინაძის
განცხადებით,დარგი მაღალი
ტემპით ვითარდება, დღეს
სადაზღვევო სექტორი 19
კომპანიით არის
წარმოდგენილი, 2024 წელს მათ
მიერ მოზიდულმა თანხებმა
მილიარდ 259 მლნ ლარი
შეადგინა, რაც 18%-ით მეტია
წინა წლის
მონაცემებზე.„სადაზღვევო
სექტორი ყველა
მიმართულებით იზრდება,
თუმცა ლიდერობს
სამედიცინო დაზღვევის
მიმართულება.
აღსანიშნავია, რომ 2024 წელს
დარგი გადავიდა მოგების
გადასახადის ე.წ. ესტონურ
მოდელზე, რამაც ხელი შეუწყო
სექტორში რეინვესტირების
ზრდას და უფრო მეტ
ინვესტიციას. ასევე
შეხვედრაზე
განსაკუთრებული ყურადღება
გამახვილდა მომხმარებელთა
უფლებების დაცვის
კომპონენტზე და ამ კუთხით
სექტორში დასაქმებული
პირების კვალიფიკაციის
ამაღლებაზე“-განაცხადა
სამეთვალყურეო საბჭოს
თავმჯდომარემ.ინფორმაციას
პარლამენტის
პრესსამსახური ავრცელებს.