საქართველოს პარლამენტი
უსაფრთხოების დამატებითი
ზომების ცვლილების
შესახებ განცხადებას
ავრცელებს.განცხადების
თანახმად, პარლამენტის
შენობაში 28 ნოემბერს
გამოცხადებული
უსაფრთხოების წითელი დონე
გაუქმდა და 6 დეკემბრიდან
გაუქმებამდე უსაფრთხოების
ყვითელი დონე
ამოქმედდა.„პარლამენტის
სასახლეში მოქმედი
უსაფრთხოების ყვითელი
დონე, რომელიც პარლამენტის
თავმჯდომარის 2023 წლის 04
სექტემბრის N1/259/23 ბრძანების
შესაბამისად მოქმედებდა. 28
ნოემბერს გამოცხადებული
უსაფრთხოების წითელი დონე
გაუქმდა და 6 დეკემბრიდან,
მის გაუქმებამდე
მოქმედებს უსაფრთხოების
ყვითელი დონე, ვიზიტორებს
ეზღუდებათ პარლამენტის
სასახლეში
შესვლა.დაგეგმილ
საპარლამენტო
ღონისძიებებზე (მათ შორის
კომიტეტის და პლენარულ
სხდომებზე) დაიშვებიან
მხოლოდ შესაბამისი
სტრუქტურული ერთეულების
მიერ მოწვეული
პირები.შენობაში
დაიშვებიან
ტელემაუწყებლების/ტელემედია
საშუალებების
აკრედიტებული არაუმეტეს
ერთი ჯგუფი თითო
მაუწყებლიდან,
საპარლამენტო
ღონისძიებების
დასრულებამდე.აღნიშნული
ღონისძიების მიზანია
საქართველოს პარლამენტის
სასახლეში სამუშაო და
უსაფრთხო გარემოს
უზრუნველყოფა“, –
აღნიშნულია განცხადებაში.