პარლამენტმა „სისხლის
სამართლის კოდექსში“
ცვლილების შეტანის
თაობაზე კანონპროექტი
მესამე მოსმენით
მიიღო.კანონპროექტით,
სისხლის სამართლის
კოდექსის 222-ე
(ტელერადიომაუწყებლობის
ან კავშირგაბმულობის
დაწესებულების ან/და
სტრატეგიული ან
განსაკუთრებული
მნიშვნელობის ობიექტის
ხელში ჩაგდება ან
ბლოკირება) და 330-ე
(სტრატეგიული ან
განსაკუთრებული
მნიშვნელობის ობიექტის
ხელში ჩაგდება ან
ბლოკირება ტერორისტული
მიზნით) მუხლებს ემატება
შენიშვნა, რომლის
თანახმადაც,
ზემოხსენებული მუხლების
მიზნებისათვის,
სტრატეგიული ან/და
განსაკუთრებული
მნიშვნელობის ობიექტების
ნუსხა განისაზღვრება
საქართველოს მთავრობის
დადგენილებით.