პარლამენტმა პირველი
მოსმენით განიხილა
„სისხლის სამართლის
კოდექსში“ ცვლილება და მას
მხარი
დაუჭირა.კანონპროექტის
თანახმად, „სისხლის
სამართლის კოდექსს“
ემატება 307¹ მუხლი, რომელიც
დაარეგულირებს სამშობლოს
ღალატისთვის
სისხლისსამართლებრივი
პასუხისმგებლობის
საკითხს.აღნიშნული ნორმის
თანახმად, სამშობლოს
ღალატად მიჩნეული იქნება
საქართველოს მოქალაქის
მიერ ან საქართველოში
სტატუსის მქონე
მოქალაქეობის არმქონე
პირის მიერ ჩადენილი ისეთი
ქმედებები, როგორიცაა:
საქართველოს ტერიტორიული
ხელშეუხებლობის დარღვევა,
ანტიკონსტიტუციური
ხელშეკრულების დადება ან
მოლაპარაკების წარმოება,
საქართველოს საგარეო
უშიშროების ხელყოფა,
უცხოეთის სადაზვერვო
სამსახურში შესვლა,
საქართველოს
თავდაცვისუნარიანობის
ხელყოფა, სახელმწიფო
საიდუმლოების გაცემა,
ჯაშუშობა, შეთქმულება ან
ამბოხება საქართველოს
კონსტიტუციური წყობილების
ძალადობით შესაცვლელად,
საბოტაჟი ან/და უცხო
ქვეყნისათვის, უცხოეთის
ორგანიზაციისათვის ან
უცხოეთის კონტროლს
დაქვემდებარებული
ორგანიზაციისათვის მტრულ
საქმიანობაში
დახმარება.მომხსენებლის,
კანონპროექტის ერთ-ერთი
ინიციატორის, რატი
იონათამიშვილის
განმარტებით, სამშობლოს
ღალატი ყველაზე მძიმე
დანაშაულია, ამიტომ
სახელმწიფომ ისეთი
გადაწყვეტილება უნდა
მიიღოს, რომელიც შექმნის
ქვეყნის სუვერენიტეტის
დაცვის ყველაზე მყარ და
მტკიცე გარანტიებს.„ნორმა,
რომელიც სისხლის
სამართლის კოდექსს
ემატება, სულ ერთი
აბზაცისგან შედგება,
მაგრამ მისი მნიშვნელობა
გაცილებით დიდია ჩვენი
სახელმწიფოსთვის. ის
პასუხობს, ჩვენი წარსული
გმირების სულისკვეთებას,
როდესაც ისინი სამშობლოს
ერთგულებას
საკუთარსიცოცხლეზე მაღლა
აყენებდნენ. ასევე ჩვენი
მომავალი თაობების
საჭიროებებს, ვინაიდან
სახელმწიფოს დაცვა
ღალატისგან, ეს არის
თითოეული ჩვენგანის
ვალდებულება“, - განაცხადა
რატი
იონათამიშვილმა.მისივე
განმარტებით, „სისხლის
სამართლის კოდექსიდან“
სახელმწიფოს ღალატის
მუხლის ამოღება 2007 წელს,
მიხეილ სააკაშვილის
მმართველობის პერიოდში
მოხდა.როგორც რატი
იონათამიშვილმა აღნიშნა,
კანონპროექტში მოცემული
„სამშობლოს ღალატის“
ფორმულირება
შესაბამისობაშია იმ
ფორმულირებასთან, რაც ჯერ
კიდევ 1991 წელს, საქართველოს
პირველმა პრეზიდენტმა
ზვიად გამსახურდიამ
კანონმდებლობაში შეიტანა.