პარლამენტის წევრის, პაატა
სალიასთვის დეპუტატის
უფლებამოსილების ვადაზე
ადრე შეწყვეტის საკითხს
პარლამენტმა 82 ხმით მხარი
დაუჭირა, - ინფორმაციას
საქართველოს პარლამენტი
ავრცელებს.„საპროცედურო
საკითხთა და წესების
კომიტეტის თავმჯდომარის
დავით მათიკაშვილის
განცხადებით, საკითხი დღის
წესრიგში მას შემდეგ დადგა,
რაც პაატა სალია იუსტიციის
მინისტრის თანამდებობაზე
დაინიშნა.საქართველოს
კონსტიტუციის 39-ე მუხლის
მე-5 პუნქტის „ბ“
ქვეპუნქტისა და
პარლამენტის რეგლამენტის
მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“
ქვეპუნქტის შესაბამისად,
პაატა სალიას პარლამენტის
წევრის უფლებამოსილება
ვადამდე შეუწყდა“, -
აღნიშნულია გავრცელებულ
ინფორმაციაში.