საკანონმდებლო ორგანომ
„მაუწყებლობის შესახებ“
კანონში შესატან
ცვლილებასა და
გამომდინარე
კანონპროექტზე პირველი
მოსმენით იმსჯელა და 82 ხმით
მხარი
დაუჭირა.კანონპროექტი
აწესრიგებს,
კულტურულ-შემოქმედებითი
რადიომაუწყებლობის
ფუნქციონირებასთან,
კულტურულ-შემოქმედებითი
რადიომაუწყებლის მიერ
განხორციელებული
რადიომაუწყებლობის
დაფინანსების სახსრებთან,
პროგრამების საქართველოს
სახელმწიფო ენაზე
განთავსებასთან,
ლიცენზიის გაცემის და
ავტორიზაციის წესებთან
დაკავშირებულ
საკითხებს.კანონპროექტის
ერთ-ერთი ინიციატორის,
კულტურის კომიტეტის
თავმჯდომარის, გიორგი
გაბუნიას განმარტებით,
კანონს ემატება
რადიომაუწყებლობის ახალი
მიმართულება -
კულტურულ-შემოქმედებითი
რადიომაუწყებლობა.„კულტურულ-შემოქმედებითი
რადიომაუწყებლობა
უზრუნველყოფს კულტურის
სხვადასხვა დარგის
პოპულარიზაციას,
საზოგადოების ფართო
ფენებისათვის კულტურის
სფეროსთან დაკავშირებული
შემეცნებითი და მიმდინარე
ამბების შესახებ
ინფორმაციის მიწოდებას,
რომლის მიზანი არ არის
მოგების მიღება“, -
განაცხადა გიორგი
გაბუნიამ.გიორგი გაბუნიას
თქმით, აღნიშნული
ინიციატივა ხელს შეუწყობს
რადიომაუწყებლობის
განვითარებას, მეტი
ინტერესისა და
კონკურენციის გაჩენას და
ეს იქნება კულტურის სფეროს
წარმომადგენლებისთვის
კარგი შესაძლებლობა
თავიანთი შემოქმედება
გააცნონ საზოგადოებას.