პარლამენტმა პირველი
მოსმენით, დაჩქარებული
წესით განიხილა და 79 ხმით
მხარი დაუჭირა
„დიპლომატიური სამსახურის
შესახებ“ კანონში შესატან
ცვლილებებს, რომელიც
სხდომაზე საგარეო საქმეთა
მინისტრის მოადგილემ,
ხათუნა თოთლაძემ
წარადგინა.მისი
განმარტებით, კანონის
მოძველებული ნორმები ვერ
პასუხობს თანამედროვე
გამოწვევებს, ამიტომ ხდება
კანონით დადგენილი
ნორმების დახვეწა და
არსებულ რეალობასთან
მორგება.წარმოდგენილი
ცვლილებებით,
დიპლომატიური
თანამდებობის პირისთვის
და ადმინისტრაციული
პერსონალისთვის როტაციის
ვადის გაგრძელების
შესაძლებლობა იზრდება არა
უმეტეს ერთ წლამდე
ვადით.„აღნიშნული
ცვლილება განპირობებულია
იმ გარემოებებით, რომ
კონკრეტული ქვეყნის
სპეციფიკისა და ამ
ქვეყანასთან არსებული
დღის წესრიგის
გათვალისწინებით, ხშირ
შემთხვევაში, აუცილებელი
ხდება მივლინებული
პირისთვის გრძელვადიანი
როტაციის ვადის 6 თვეზე
მეტი ხნით გაგრძელების
საჭიროება“, - განაცხადა
მომხსენებელმა.გარდა
ამისა, ტექნიკური ხასიათის
ცვლილებები ხორციელდება
კანონის იმ ნორმებში,
რომელიც ითვალისწინებს
როტაციის წესით
გრძელვადიან სამუშაო
მივლინებაში წარგზავნისა
და მივლინებიდან
გამოწვევის
საკითხებს.„აღნიშნულ
საკითხებს დეტალურად
აწესრიგებს დიპლომატიური
სამსახურის გავლის წესი,
შესაბამისად, ნორმათა
დუბლირების თავიდან
აცილების მიზნით, ხდება
კანონიდან ამ ნორმების
ამოღება და დიპლომატიური
სამსახურის გავლის წესში
მისი უფრო დეტალურად
გაწერა“, - განაცხადა
მომხსენებელმა.კანონპროექტით,
შეიქმნა ეთიკისა და ქცევის
წესების საქართველოს
საგარეო საქმეთა
მინისტრის ნორმატიული
აქტით დამტკიცების
სამართლებრივი საფუძველი,
რომელიც უფრო დეტალურ
დონეზე მოაწესრიგებს
როგორც სამინისტროს
ცენტრალური აპარატის,
ასევე, საზღვარგარეთ
საქართველოს დიპლომატიური
წარმომადგენლობისა და
საკონსულო
დაწესებულებებში
დასაქმებული პირებისთვის
ეთიკისა და ქცევის ზოგად
წესებს.როგორც
მომხსენებელმა განმარტა,
საგარეო საქმეთა
სამინისტროში მიმდინარე
რეორგანიზაციის პროცესის
დასრულების შედეგად,
შეიცვლება სამინისტროს
ინსტიტუციური მოწყობა და
მიიღება სამინისტროს
ახალი სტრუქტურა.
„შესაბამისად,
მნიშვნელოვანია, ამ ახალ
სტრუქტურაში იყოს ასახული
ის შესაბამისი
თანამდებობები, რომელიც
ახალი სისტემის ფარგლებში
იქნება დიპლომატიურ
სამსახურში“, - განაცხადა
მომხსენებელმა.