პარლამენტმა მესამე
მოსმენით განიხილა და
მიიღო „ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა
კოდექსში“ ცვლილების
შესახებ კანონპროექტი,
თანმდევ კანონპროექტებთან
ერთად.ცვლილებების
თანახმად: იზრდება
ადმინისტრაციული
პატიმრობის ვადები;
ადმინისტრაციული
სამართალდარღვევისთვის
პასუხისმგებლობის
დამამძიმებელ გარემოებებს
ემატება ახალი
გარემოებები; ზუსტდება
ვადა, რომლის გასვლის
შემდეგ პირი ითვლება
ადმინისტრაციულ
სახდელდაუდებლად;
ზუსტდება წვრილმანი
ხულიგნობის ქმედების
შემადგენლობა და სახდელთა
ზომები; იცვლება
ვანდალიზმთან
დაკავშირებული სახდელთა
ზომები; ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევად
განისაზღვრება სახელმწიფო
პოლიტიკური თანამდებობის
პირის, პოლიტიკური
თანამდებობის პირის,
სახელმწიფო მოსამსახურის,
სახელმწიფო
მოსამსახურესთან
გათანაბრებული პირის ან/და
საჯარო მოსამსახურის
სიტყვიერი შეურაცხყოფა
ან/და სხვაგვარი
შეურაცხმყოფელი ქმედების
განხორციელება
სამსახურებრივი
მოვალეობის შესრულების
დროს ან სამსახურეობრივი
მოვალეობის შესრულებასთან
დაკავშირებით; ზუსტდება
შეკრების ან
მანიფესტაციის
ორგანიზებისა და
ჩატარების წესის
დარღვევისათვის ქმედების
შემადგენლობები და
იცვლება მათთვის
განსაზღვრული სახდელთა
ზომები.ამასთანავე:
განისაზღვრება სპონტანური
შეკრება/მანიფესტაციის
ცნება; რეგულირდება
დროებითი კონსტრუქციის
დემონტაჟის საკითხები;
იკრძალება შეკრების ან
მანიფესტაციის ჩატარება
დახურულ
სივრცეში/შენობაში,
მესაკუთრის წინასწარი
წერილობითი თანხმობის
გარეშე; იკრძალება
შეკრების ან
მანიფესტაციის
ჩატარებისას შენობების
შესასვლელების,
ავტომაგისტრალების,
ხიდების, გვირაბების,
ესტაკადების,
მუნიციპალიტეტის მიერ
განსაზღვრული
სატრანსპორტო კვანძებისა
და რკინიგზის ბლოკირება.