პარლამენტმა 80 ხმით,
პირველი მოსმენით,
დაჩქარებული წესით,
განიხილა და მხარი დაუჭირა
"ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა
კოდექსში" ცვლილებას,
თანმდევ პროექტებთან
ერთად.მომხსენებლის,
იურიდიულ საკითხთა
კომიტეტის თავმჯდომარის,
არჩილ გორდულაძის
განცხადებით,
საკანონმდებლო პაკეტით
განისაზღვრება სპონტანური
შეკრება/მანიფესტაციის
ცნება; რეგულირდება
დროებითი კონსტრუქციის
დემონტაჟთან
დაკავშირებული საკითხები;
პროექტით აიკრძალება
მესაკუთრის წინასწარი
წერილობითი თანხმობის
გარეშე შეკრების ან
მანიფესტაციის ჩატარება
დახურულ
სივრცეში/შენობაში;
აგრეთვე აიკრძალება
შეკრების ან
მანიფესტაციის
ჩატარებისას შენობების
შესასვლელების,
ავტომაგისტრალების,
ხიდების, გვირაბების,
ესტაკადების,
მუნიციპალიტეტის მიერ
განსაზღვრული
სატრანსპორტო კვანძებისა
და რკინიგზის
ბლოკირება.როგორც არჩილ
გორდულაძემ აღნიშნა,
წვრილმანი ხულიგნობა, რაც
გულისხმობს საჯარო
სივრცეში ლანძღვა -
გინებას, მოქალაქეებზე
შეურაცხმყოფელ
გადაკიდებას, ნაცვლად 500-დან
1 000 ლარამდე ჯარიმისა ან 15
დღემდე ადმინისტრაციული
პატიმრობისა, გამოიწვევს
დაჯარიმებას 500-დან 3 000
ლარამდე ან 20 დღემდე
პატიმრობას, ხოლო იგივე
ქმედების განმეორებით
ჩადენა, ნაცვლად 1500-დან 2000
ლარამდე ჯარიმისა ან 5-დან 15
დღემდე პატიმრობისა,
გამოიწვევს დაჯარიმებას 3 000
ლარიდან 5000 ლარამდე ან 5-დან 60
დღემდე პატიმრობას.მისივე
თქმით, ვანდალიზმის
განმეორებით ჩადენა, 2000
ლარი ჯარიმის ან 5 დღემდე
პატიმრობის ნაცვლად,
გამოიწვევს დაჯარიმებას
კვლავ 2 000 ლარის ოდენობით ან
60 დღემდე
პატიმრობას.მომხსენებლის
განმარტებით,
სამართალდამცავი ორგანოს
თანამშრომლის, სამხედრო
მოსამსახურის, სახელმწიფო
დაცვის სპეციალური
სამსახურის თანამშრომლის,
აღსრულების პოლიციელის,
სპეციალური პენიტენციური
სამსახურის, საქართველოს
იუსტიციის სამინისტროს
გენერალური ინსპექციის ან
ამავე სამინისტროს
მმართველობის სფეროში
მოქმედი საჯარო სამართლის
იურიდიული პირის −
დანაშაულის პრევენციის,
არასაპატიმრო სასჯელთა
აღსრულებისა და პრობაციის
ეროვნული სააგენტოს
მოსამსახურის ან მასთან
გათანაბრებული პირის
სიტყვიერი შეურაცხყოფა,
ლანძღვა-გინება,
შეურაცხმყოფელი
გადაკიდება ან/და
სხვაგვარი შეურაცხმყოფელი
ქმედების განხორციელება
სამსახურებრივი
მოვალეობის შესრულების
დროს ან სამსახურებრივი
მოვალეობის შესრულებასთან
დაკავშირებით (გარდა
საქართველოს სისხლის
სამართლის კოდექსით
გათვალისწინებული
შემთხვევისა) – გამოიწვევს
დაჯარიმებას 2 000 ლარიდან 5 000
ლარამდე ოდენობით ან
ადმინისტრაციულ
პატიმრობას 60 დღემდე
ვადით.კანონპროექტის
თანახმად, საქართველოს
სახელმწიფო-პოლიტიკური
თანამდებობის პირის,
პოლიტიკური თანამდებობის
პირის, სახელმწიფო
მოსამსახურის, სახელმწიფო
მოსამსახურესთან
გათანაბრებული პირის ან/და
საჯარო მოსამსახურის
სიტყვიერი შეურაცხყოფა,
ლანძღვა-გინება,
შეურაცხმყოფელი
გადაკიდება ან/და
სხვაგვარი შეურაცხმყოფელი
ქმედების განხორციელება
სამსახურებრივი
მოვალეობის შესრულების
დროს ან სამსახურეობრივი
მოვალეობის შესრულებასთან
ან საქმიანობასთან
დაკავშირებით (გარდა
საქართველოს სისხლის
სამართლის კოდექსით
გათვალისწინებული
შემთხვევისა) - გამოიწვევს
დაჯარიმებას 1500 ლარიდან 4000
ლარამდე ოდენობით ან
ადმინისტრაციულ
პატიმრობას 45 დღემდე ვადით.