4 თებერვალს პარლამენტის
სასახლეში უსაფრთხოების
ყვითელი დონე იმოქმედებს.
ამის შესახებ საქართველოს
პარლამენტის
განცხადებაშია
ნათქვამი.„მიმდინარე წლის 4
თებერვალს, საგაზაფხულო
სესიის პირველ სხდომაზე
საქართველოს პრეზიდენტი
ქვეყნის მდგომარეობის
უმნიშვნელოვანეს
საკითხებზე მოხსენებით
წარსდგება.აღნიშნულთან
დაკავშირებით,
„საქართველოს პარლამენტის
სასახლეში უსაფრთხოების
დაცვის წესის დამტკიცების
თაობაზე“ საქართველოს
პარლამენტის თავმჯდომარის
2023 წლის 04 სექტემბრის N1/259/23
ბრძანების შესაბამისად,
მიმდინარე წლის 4 თებერვალს
პარლამენტის სასახლეში
იმოქმედებს უსაფრთხოების
ყვითელი დონე – ვიზიტორებს
ეზღუდებათ პარლამენტის
სასახლეში
შესვლა.დაგეგმილ
საპარლამენტო
ღონისძიებებზე (მათ შორის,
კომიტეტებისა და პლენარულ
სხდომებზე) დაიშვებიან
მხოლოდ შესაბამისი
სტრუქტურული ერთეულების
მიერ მოწვეული
პირები.შენობაში
დაიშვებიან
ტელემაუწყებლების/ტელემედია
საშუალებების
აკრედიტებული არაუმეტეს
ორი ჯგუფი თითო
მაუწყებლიდან,
საპარლამენტო
ღონისძიებების
დასრულებამდე.აღნიშნული
ღონისძიების მიზანია
საქართველოს პარლამენტის
სასახლეში სამუშაო და
უსაფრთხო გარემოს
უზრუნველყოფა“, –
აღნიშნულია განცხადებაში.