2003–2012 წლებში მოქმედი
რეჟიმის, ამ რეჟიმის
პოლიტიკური თანამდებობის
პირებისა და პოლიტიკურ
პარტიებში გაერთიანებული
მოქმედი და ყოფილი
თანამდებობის პირების 2003
წლიდან დღემდე
საქმიანობის შემსწავლელი
საქართველოს პარლამენტის
დროებითი საგამოძიებო
კომისიის სხდომა დღეს 10:00
საათზეა
დანიშნული.სხდომაზე
განსახილველი საკითხებია:
საკუთრების უფლების
დარღვევის, არაადამიანური
მოპყრობის ფაქტები;
სახელმწიფო უსაფრთხოებისა
და 2008 წლის აგვისტოს ომის
თემები. სხდომაზე დღეს
მიწვეულები არიან - რამაზ
ახვლედიანი, გივი
თარგამაძე, კახა
დაბრუნდაშვილი. ასევე,
სხდომის ბოლოს
განხორციელდება
მსჯავრდებულის ჩართვა
პენიტენციური
დაწესებულებიდან.