საგამოძიებო კომისიის
სხდომაზე გიორგი გახარიას
დაბარებაზე გააკეთა
კომენტარი „ხალხის ძალის“
საერთაშორისო მდივანმა
ეკა სეფაშვილმა.როგორც
დეპუტატმა ჟურნალისტებთან
საუბრისას განაცხადა, 2012
წლის შემდეგ ამ რეჟიმის
წარმომადგენლები კვლავ
აგრძელებენ საქმიანობას,
რაც გახდა კომისიის
მუშაობის არეალის გაზრდის
მიზეზი.ეკა სეფაშვილმა
ხაზი გაუსვა იმასაც, თუ რა
მნიშვნელობა ენიჭება
საზოგადოებისათვის
კომისიის საქმიანობას.
მისი თქმით, ყველამ
ცხადადიხილა რეჟიმის
დანაშაულებრივი
სახე.„საგამოძიებო
კომისიის მუშაობა არის
ძალიან მნიშვნელოვანი,
იმიტომ, რომ ჩვენ მომსწრე
გავხდით იმ ცალკეული
შემზარავი დეტალის, რომლის
შესახებაც
საზოგადოებისათვის
არაფერი იყო ცნობილი.
კომისიის მუშაობამ
საზოგადოებას კიდევ
ერთხელ შეახსენა, თუ რა
სისხლისმსმელ რეჟიმთან
გვქონდა
საქმე.ნიშანდობლივია, რომ
2012 წლის შემდეგ ამ რეჟიმის
წარმომადგენლები
სხვადასხვა პოლიტიკური
პარტიისა თუ NGO- ს მეშვეობით
კვლავ აგრძელებენ
საზოგადოების წინააღმდეგ
მოქმედებას. არა მარტო
საზოგადოების, არამედ
საქმიანობენ ზოგადად
ქვეყნის, მისი
განვითარებისა და
მშვიდობის
წინააღმდეგ.სწორედ ამან
გამოიწვია ის, რომ 2012 წლის
შემდეგაც გაგრძელდა
კომისიის მუშაობის არეალი
და სწორედ მუშაობის ამ
ფარგლებში იქნება
მიწვეული გიორგი გახარია,
რომლის საქმიანობითაც
გამჟღავნდა, რომ თურმე, ის
ნაციონალური მოძრაობის
მიზნების ასრულებაში
იღებდა უშუალო
მონაწილეობას“, - განაცხადა
ეკა სეფაშვილმა.