დღეს საკანონმდებლო
ორგანოში, 2003–2012 წლებში
მოქმედი რეჟიმის, ამ
რეჟიმის პოლიტიკური
თანამდებობის პირებისა და
პოლიტიკურ პარტიებში
გაერთიანებული მოქმედი და
ყოფილი თანამდებობის
პირების 2003 წლიდან დღემდე
საქმიანობის შემსწავლელი
საქართველოს პარლამენტის
დროებითი საგამოძიებო
კომისიის მორიგი სხდომა
გაიმართება.სხდომაზე
მოწვეულია თამაზ
მოლაშვილი, სულხან
მოლაშვილის წამების,
არაადამიანური მოპყრობისა
და სიცოცხლის უფლების
დარღვევის ფაქტებთან
დაკავშირებით.