პარლამენტის რეგლამენტში
მომზადებული ცვლილებებით,
ახალარჩეული პარლამენტის
პირველი სხდომის გახსნის
პრეროგატივა შესაძლოა,
პრეზიდენტს აღარ
ჰქონდეს.დღეს მოქმედი
რეგლამენტით, ახალარჩეული
პარლამენტის პირველ
სხდომას პრეზიდენტი ხსნის.
პრეზიდენტის არყოფნის
შემთხვევაში კი, სხდომის
გახსნის უფლებამოსილება
პარლამენტის უხუცესს
დეპუტატს აქვს.ახალი
რეგლამენტის მიხედვით,
ახალარჩეული პარლამენტის
პირველი სხდომის
გამართვასთან
დაკავშირებული საკითხები
შემდეგნაირად
მოწესრიგდება –
ახალარჩეული პარლამენტის
პირველი სხდომა
პარლამენტის არჩევნების
შედეგების ოფიციალურად
გამოცხადებიდან
არაუგვიანეს მეათე დღის
გაიმართება, რომელსაც
პრეზიდენტი დანიშნავს.
რეგლამენტითვე
განიმარტება ისიც, რომ იმ
შემთხვევაში, თუ
პრეზიდენტმა პირველი
სხდომის გამართვის თარიღი
არ განსაზღვრა,
ახალარჩეული პარლამენტი
პირველ სხდომაზე
პარლამენტის არჩევნების
შედეგების ოფიციალურად
გამოცხადებიდან მე-10 დღეს –
დღის 12 საათზე
შეიკრიბება.ახალი
რეგლამენტის პროექტით,
ახალარჩეული პარლამენტის
პირველ სხდომას უხუცესი
დეპუტატი გახსნის, რომელიც
სხდომას პარლამენტის
თავმჯდომარის არჩევამდე
გაუძღვება.