პარლამენტის ნდობის ჯგუფის სხდომაზე თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელ პირებს მოუსმინეს

Primetime.ge 1 დღე წინ 23
პარლამენტის ნდობის ჯგუფის სხდომაზე თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელ პირებს მოუსმინეს
პარლამენტის ნდობის ჯგუფის ფორმატში, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელ პირებს მოუსმინეს. სხდომაზე სამინისტროს საქმიანობის 2024 წლის ანგარიში წარადგინეს.„ნდობის ჯგუფის სხდომაზე ვისაუბრეთ ისეთ საკითხებზე, როგორიცაა: შეიარაღებისა და აღჭურვილობის მოდერნიზაცია, ახალი ინფრასტრუქტურის მშენებლობა და თავდაცვის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობა. განვიხილეთ სამხედრო მრეწველობის განვითარებისა და გაძლიერების კუთხით, სსსტც „დელტაში“ ახალი ტექნოლოგიების დანერგვისა და საექსპორტო ბაზრების ათვისების მიმართულებები. ასევე, საუბარი შეეხო ჩვენი სამხედრო მოსამსახურეების სოციალურ გარანტიებსა და მათი პირობების გაუმჯობესებას. აღსანიშნავია, ისეთი მასშტაბური პროექტები, როგორიცაა მახათას მთაზე „ჯარის ქალაქის“ მეორე ეტაპის განხორციელება, სადაც 1200-ზე მეტი სამხედრო მოსამსახურე მიიღებს ბინას. თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი და ნდობის ჯგუფი თავდაცვის სამინისტროსთან ერთად, კვლავაც აგრძელებს მჭიდრო თანამშრომლობას. მხარს დავუჭერთ და აქტიურად მივიღებთ მონაწილეობას ყველა იმ საკითხის განხილვაში, რომელიც საქართველოს თავდაცვის ძალების გაძლიერებას ემსახურება“, - განაცხადა ნდობის ჯგუფის ხელმძღვანელმა ალექსანდრე ტაბატაძემ.ნდობის ჯგუფის სხდომას ჯგუფის წევრები - იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძე, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე თენგიზ შარმანაშვილი და პოლიტიკური ჯგუფი „ხალხის ძალის“ წევრი ვიქტორ ჯაფარიძე დაესწრნენ.
სრულად წაიკითხეთ სტატია