რუსთაველის გამზირზე
პროტესტი გრძელდება.
მოქალაქეები მთავრობის
გადაწყვეტილებას, რომლის
მიხედვითაც საქართველო 2028
წლის ბოლომდე
ევროკავშირში
გაწევრიანების საკითხზე
მოლაპარაკებას აჩერებს,
უკვე მესამე დღეა
აპროტესტებს.პარლამენტის
შენობის მიმდებარე
ქუჩებზე საპოლიციო
ძალების განსაკუთრებული
მობილიზებაა, მათ შორის
შსს-ს სხვადასხვა
დანაყოფთან ერთად ადგილზე
განლაგებული სპეციალური
დანიშნულების რაზმის
წარმომადგენლები.
სპეცრაზმის გარდა,
რუსთაველის გამზირის
მიმდებარე პერიმეტრზე
დგას სპეციალური ტექნიკაც,
მათ შორის წყლის ჭავლის
მანქანები.