პარლამენტის დროებითი
საგამოძიებო კომისიის
მორიგი სხდომა დღეს
გაიმართება. კომისია 2012-2025
წლებში ზოგიერთი
პოლიტიკოსის მიერ
საქართველოს საგარეო
პოლიტიკური
ინტერესებისთვის ზიანის
მიყენების საკითხს
განიხილავს, ამასთან პაატა
ქარდავას სიცოცხლის
უფლების დარღვევის, ასევე
2003-2012 წლებში საკუთრების
უფლების შელახვის
ფაქტებს.სხდომაზე
მოწვეულნი არიან ქრისტინე
ქარდავა, ელისო სართანია,
ვაჟა მანია, თორნიკე
ნიორაძე, ვალტერ შაკაია და
ასევე მოხდება
გაერთიანებული ერების
ორგანიზაციასთან
საქართველოს მუდმივი
წარმომადგენლის, დავით
ბაქრაძის ჩართვა.როგორც
ცნობილია, სხდომაზე
განხილული იქნება სოფელ
ჩორჩანასთან საგუშაგოს
განთავსების საკითხიც,
რაზეც პარლამენტში გიორგი
გახარია ხელმეორედაა
დაბარებული. გახარიას
პარტია კი განცხადებას
ავრცელებს და განმარტავს,
რომ მათი ლიდერი
საქართველოში არ იმყოფება
და კომისიაზე ონლაინ
რეჟიმში დისტანციური
ჩართვის მზაობას
გამოთქვამს. მმართველ
გუნდში მიაჩნიათ რომ
გახარია მის მიმართ
არსებულ კითხვებზე პასუხს
თავს არიდებს.