კომისია გააგრძელებს
მუშაობას. მაქსიმუმ 6 თვეში,
თავის მტკიცებულებებსა და
ფაქტებზე დაყრდნობილ
მასალას გადასცემს
პროკურატურას, - განაცხადა
საპარლამენტო ფრაქცია
„ქართული ოცნების“
თავმჯდომარის მოადგილემ,
ლევან მაჭავარიანმა
პარლამენტის დროებით
საგამოძიებო კომისიაზე
საუბრისას, რომელმაც გუშინ
ბიზნესმენ ბესარიონ
ხარძიანის საქმე
განიხილა.„გუშინდელი დღე
იყო მძიმე საყურებელი და
მოსასმენი. ბატონი
ბესარიონ ხარძიანის ვაჟი
საუბრობდა, თუ რა ტრაგედია
გადახდა მის ოჯახს. ყველაზე
სამწუხარო არის ის, რომ ეს
ერთეული შემთხვევები არ
იყო. ეს იყო სისტემური
ხასიათის და ანალოგიური
გამოიარა 10 ათასობით
ოჯახმა.რა თქმა უნდა, ეს
კომისია გააგრძელებს
მუშაობას. მაქსიმუმ 6 თვეში,
თავის მტკიცებულებებსა და
ფაქტებზე დაყრდნობილ
მასალას გადასცემს
პროკურატურასა და
შესაბამის უწყებებს
რეაგირებისთვის და ჩვენ იქ
აღმოვაჩენთ ბევრ ასეთ
უმძიმეს შემთხვევას,
რომელიც ოჯახებმა თავიანთ
თავზე იწვნიეს“, - აღნიშნა
მაჭავარიანმა.2003-2012 წლებში
მოქმედი რეჟიმისა და
რეჟიმის პოლიტიკური
თანამდებობის პირების
საქმიანობის შემსწავლელი
საქართველოს პარლამენტის
დროებითმა საგამოძიებო
კომისიამ ბიზნესზე
ზეწოლისა და წამების
ერთ-ერთი საქმე - ბიზნესმენ
ბესარიონ ხარძიანის საქმე
განიხილა.