საფინანსო-საბიუჯეტო
კომიტეტმა ბიუჯეტის
ხარჯთაღრიცხვისა და
მუშაკთა ზღვრული ოდენობის
შესახებ საქართველოს
პარლამენტის 2026 წლის
საბიუჯეტო განაცხადის
პროექტი
განიხილა.პარლამენტის
აპარატის უფროსის, კახა
ოქროჯანაშვილის
განცხადებით, პარლამენტის
ბიუჯეტი შემუშავებულია
რეგლამენტის მოთხოვნათა
დაცვით, პარლამენტის ყველა
სტრუქტურული ერთეულის
ჩართულობით და
დამტკიცებულია
ხაზინადართა საბჭოს
მიერ.მისი თქმით,
პარლამენტის 2026 წლის
ბიუჯეტის პროექტის
მთავარი პარამეტრები
უცვლელად 2025 წლის დონეზეა
შენარჩუნებული. კერძოდ,
ბიუჯეტის საპროგნოზო
მოცულობა 91.5 მლნ. ლარით არის
წარმოდგენილი, ხოლო
მომუშავეთა რიცხოვნობა 708
საშტატო
ერთეულით.მომხსენებელმა
დეტალურად ისაუბრა
სხვადასხვა მიმართულებით
დაგეგმილი ხარჯების
შესახებ.„საქონელისა და
მომსახურების“ მუხლი
დაგეგმილია 31,69 მლნ ლარის
ოდენობით. „გრანტების“ და
„სოციალური
უზრუნველყოფის“ მუხლები
ზრდას არ ითვალისწინებს და
2025 წლის მოცულობით 0,15 მლნ და
0,9 მლნ. ლარით არის
გათვალისწინებული.„სხვა
ხარჯების“ მუხლში თანხა
შეადგენს 4,35 მლნ ლარს, 2025
წლის
დამტკიცებულ/დაზუსტებულ
გეგმასთან შედარებით ზრდა
354 ათასი ლარია, რაც
უკავშირდება ჯანმრთელობის
დაზღვევის მომსახურების
ფასების ყოველწლიური
ზრდის ტენდენციას.
კაპიტალური ხარჯებისათვის
(არაფინანსური აქტივები)
გათვალისწინებულია 6,7 მლნ
ლარი.