პარლამენტის
ადმინისტრაცია
საკანონმდებლო ორგანოში
უსაფრთხოების დამატებიოთი
ზომების შესახებ
ცვლილებებთან
დაკავშირებით განცხადებას
ავრცელებს. მათი
ინფორმაციით, პარლამენტის
სასახლეში 28 ნოემბერს
გამოცხადებული
უსაფრთხოების წითელი დონე
გაუქმდა და დღეიდან, 6
დეკემბრიდან, მის
გაუქმებამდე მოქმედებს
უსაფრთხოების ყვითელი
დონე, ვიზიტორებს
ეზღუდებათ პარლამენტის
სასახლეში
შესვლა."დაგეგმილ
საპარლამენტო
ღონისძიებებზე (მათ შორის
კომიტეტის და პლენარულ
სხდომებზე) დაიშვებიან
მხოლოდ შესაბამისი
სტრუქტურული ერთეულების
მიერ მოწვეული
პირები.შენობაში
დაიშვებიან
ტელემაუწყებლების/ტელემედია
საშუალებების
აკრედიტებული არაუმეტეს
ერთი ჯგუფი თითო
მაუწყებლიდან,
საპარლამენტო
ღონისძიებების
დასრულებამდე.აღნიშნული
ღონისძიების მიზანია
საქართველოს პარლამენტის
სასახლეში სამუშაო და
უსაფრთხო გარემოს
უზრუნველყოფა", -
აღნიშნულია განცხადებაში.