პარლამენტი "პროკურატურის შესახებ" კანონში ცვლილებების დაჩქარებული წესით განხილვას იწყებს

Primetime.ge 1 დღე წინ 18
პარლამენტი "პროკურატურის შესახებ" კანონში ცვლილებების დაჩქარებული წესით განხილვას იწყებს
პარლამენტი "პროკურატურის შესახებ" კანონში ცვლილებების დაჩქარებული წესით განხილვას იწყებს. სიახლე გენერალური პროკურორის არჩევის წესის ცვლილებას ითვალისწინებს.საკითხი დღეს იურიდიულ საქმეთა კომიტეტზე გადის. ცვლილებების მიხედვით, ერთი თვიდან ერთ კვირამდე მცირდება ვადა, როცა საპროკურორო საბჭომ გენპროკურორობის კანდიდატი პარლამენტს უნდა წარუდგინოს.გარდა ამისა, საბჭოს ყველა წევრს თითო კანდიდატის დასახელების უფლება ეძლევა. მთავარი პროკურორის არჩევას 76 დეპუტატის მხარდაჭერა სჭირდება.
სრულად წაიკითხეთ სტატია