პარლამენტის ბიუროს
სხდომაზე, 24-27 ივნისის
პლენარული სხდომების დღის
წესრიგის საკითხები
განსაზღვრეს.საზოგადოებასთან
ურთიერთობისა და
ინფორმაციის
დეპარტამენტის
ინფორმაციით, საგაზაფხულო
სესიის პლენარული
სხდომების ბოლო კვირას,
დეპუტატები დაჩქარებული
წესით განხილვისთვის
მოთხოვნილ
კანონპროექტებთან ერთად, 24
ივნისს, სახელმწიფო
უსაფრთხოების სამსახურის
ყოველწლიურ ანგარიშს, 27
ივნისს კი სამთავრობო
პროგრამის შესრულების
მიმდინარეობის შესახებ
საქართველოს
პრემიერ-მინისტრის
მოხსენებას
მოისმენენ.როგორც ბიუროს
სხდომაზე აღინიშნა,
მიმდინარე კვირას, 2003–2012
წლებში მოქმედი რეჟიმის, ამ
რეჟიმის პოლიტიკური
თანამდებობის პირებისა და
პოლიტიკურ პარტიებში
გაერთიანებული მოქმედი და
ყოფილი თანამდებობის
პირების 2003 წლიდან დღემდე
საქმიანობის შემსწავლელი
პარლამენტის დროებითი
საგამოძიებო კომისიის
მიერ გაწეული საქმიანობის
შუალედური ანგარიშის და
საქართველოს 2024 წლის
სახელმწიფო ბიუჯეტის
შესრულების წლიური
ანგარიშის მოსმენაც
შედგება.ბიუროს სხდომაზე
ახალ საკანონმდებლო
ინიციატივებზე წამყვანი
კომიტეტები განსაზღვრეს
და საორგანიზაციო
საკითხებს გაეცნენ.