პროტესტის 35-ე დღეს
მოთხოვნები უცვლელია.
ხელახალი არჩევნების და
აქციების დროს
დაკავებულთა
გათავისუფლების
მოთხოვნით, პარლამენტის
შენობის წინ დღესაც
შეიკრიბნენ.ამ დროისთვის,
რუსთაველის გამზირზე
სატრანსპორტო მოძრაობა
თავისუფალია. აქციის
მონაწილეები მთავარ
საკანონმდებლო ორგანოსთან
უკვე რამდენიმე საათია
იმყოფებიან და აქციას
მშვიდობიან ფორმატში
მართავენ.დემონსტრანტების
უმეტესობა დედაქალაქის
მთავარი ნაძვის ხის
მიმდებარე ტერიტორიაზე
არის შეკრებილი და
აცხადებენ, რომ კვლავ
აპროტესტებენ ქვეყანაში
ბოლო დროს განვითარებულ
მოვლენებს.ადგილზე
რამდენიმე საპატრულო
პოლიციის ეკიპაჟია
მობილიზებული. ასევე,
გადაუდებელი
შემთხვევებისთვის,
ადგილზე რჩებიან სასწრაფო
დახმარების ბრიგადებიც.