პანამის ხელისუფლება
უარყოფს აშშ-ის მთავრობის
მიერ გავრცელებულ
ინფორმაციას, რომ პანამის
არხში ამერიკულ
სამთავრობო ხომალდებს
უფასოდ გაატარებენ. ამის
შესახებ ნათქვამია
პანამის არხის
ფუნქციონირებაზე
პასუხისმგებელი
სახელმწიფო სააგენტოს
მიერ გავრცელებულ
განცხადებაში.როგორც
პანამის ხელისუფლება
აცხადებს, პანამის არხით
სარგებლობის წესებში
არანაირი ცვლილებები არ
შესულა, თუმცა პანამის
მთავრობა მზადყოფნას
გამოთქვამს, დიალოგი
აწარმოოს ვაშინგტონთან
პანამის არხში ამერიკული
სამხედრო ხომალდების
გავლასთან
დაკავშირებით.ინფორმაცია
იმის შესახებ, რომ
ამერიკული სამთავრობო
ხომალდები პანამის არხით
უფასოდ ისარგებლებენ
სოციალურ ქსელ X -ში აშშ-ის
სახელმწიფო დეპარტამენტის
ოფიციალურ გვერდზე
გავრცელდა.„აშშ-ის
სამთავრობო ხომალდებს
ამიერიდან შეუძლიათ,
გადასახადის გარეშე
ისარგებლონ პანამის არხით
და აშშ-ის მთავრობა
ყოველწლიურად მილიონობით
დოლარს დაზოგავს“, –
ნათქვამია
განცხადებაში.შეგახსენებთ,
რომ მანამდე პანამისა და
აშშ-ის მთავრობა
უსაფრთხოების სფეროში
თანამშრომლობის
გაღრმავებაზე
შეთანხმდნენ, მათ შორის
პანამის არხის დაცვის
საკითხზე. ამის შესახებ
ინფორმაცია პანამის
პრეზიდენტ ხოსე მანუელ
მულინოსა და პენტაგონის
ხელმძღვანელის, პიტ
ჰეგსეტის მიერ გამართული
მოლაპარაკებების შემდეგ
გავრცელდა.3 თებერვალს
პანამის პრეზიდენტმა ხოსე
რაულ მულინომ განაცხადა,
რომ მისი ქვეყანა დატოვებს
ჩინეთის პროექტ „ერთი
სარტყელი – ერთი გზა“,
რომლის ფარგლებში ხდება
პანამისა და ჩინეთის
თანამშრომლობა პანამის
არხის სავაჭრო მიზნებით
გამოყენებასთან
დაკავშირებით.2 თებერვალს
აშშ-ის სახელმწიფო
მდივანმა, მარკო რუბიომ
უკმაყოფილება გამოთქვა
პანამის არხზე ჩინეთის
გავლენის გამო. რუბიომ
აღნიშნა, რომ შექმნილი
მდგომარეობა აშშ-ისთვის
მიუღებელია და თუ
დაუყოვნებლივ არ იქნება
გატარებული ცვლილებები,
აშშ-ს მოუწევს ზომების
მიღება საკუთარი
უფლებების
დასაცავად.თავის მხრივ,
პანამის პრეზიდენტმა,
მულინომ რუბიოსთან
დიალოგს პოზიტიური უწოდა.
მისივე თქმით, პანამის არხი
რჩება პანამის
დაქვემდებარებაში და ეს
სტატუსი არ შეიცვლება.