პანამაში მდებარე ქართული რესტორანი LAMRO გაფართოებას მეზობელ ქვეყნებში გეგმავს

News.ge 2 თვის წინ 41
პანამაში მდებარე ქართული რესტორანი LAMRO გაფართოებას მეზობელ ქვეყნებში გეგმავს

ქართული რესტორანი LAMRO, რომელიც ერთი წლის წინ პანამაში გაიხსნა, მეზობელ ქვეყნებში გაფართოებასაც განიხილავს.
რესტორნის დამფუძნებლები “საქმიანი დილას” ეთერში საუბრისას ჰყვებიან, რომ მას შემდეგ, რაც პანამელები ქართული კერძებით და კულტურით განსაკუთრებულად მოიხიბლნენ. სწორედ ამიტომ, ფიქრობენ, რომ თავის დამკვიდრებას ცენტრალური ამერიკის სხვა ქვეყნებშიც შეძლებენ.
“ასე გამოვიდა, რომ ადგილობრივებისთვის იმდენად საინტერესოა ქართული სამზარეულო, მათთვის ვმუშაობთ და მათთვის ვფართოვდებით. გეგმები აგებული გვაქვს პანამის მოსახლეობის გარშემო და შესაძლოა, მეზობელ ქვეყნებშიც გავიდეთ, ამ ეტაპზე რამდენიმე ადგილს ვათვალიერებთ, რადგან გვინდა, რომ ბევრად ფართო მასშტაბები მოვიცვათ, ქართული კუტლურა კი სულ უფრო მეტ ადამიანს გავაცნოთ”, – ამბობს LAMRO-ს თანადამფუძნებელი ელენე დიღმელაშვილი.
პანამის საზღვრების გაცდენამდე, პირველ გაფართოებას კვლავ პანამა სიტიში გეგმავენ. სამუშაოები უკვე დაწყებული აქვთ და მალე აქ LAMRO-ს ორი ფილიალით იქნებიან წარმოდგენილი.
“ამჟამად ჩვენი რესტორანი ტურისტულ ადგილას, ძველ ქალაქში გვაქვს. თავიდან ვფიქრობდით, რომ ტურისტებზე უნდა გვქონოდა გათვლა, თუმცა იმდენად დადებითი უკუკავშირი მივიღეთ, ცენტრში ახალი ფილიალის დამატებაც გადავწყვიტეთ.
გვინდა, რომ იმ სივრცეში ვიყოთ წარმოდგენილები, სადაც უფრო მეტი ადგილობრივი ცხოვრობს. ასე მათთვის უფრო ხელმისაწვდომები გავხდებით, რადგან ჩვენი მომხმარებლების ძირითადი ნაწილი სწორედ ისინი არიან”, – აღნიშნა გუგა ხელაშვილმა, LAMRO-ს თანადამფუძნებელმა.
შეგახსენებთ, რომ რესტორანი სრულა ქართულ კონცეფციას ქმნის – ქართული კერძებით, მუსიკით და ტრადიციებთ. ნებართვის მოპოვებაზე მუშაობის დასრულებისთანავე კი საქართველოში წარმოებულ ღვინოს და ალკოჰოლურ სასმელებსაც შეიტანენ.
ადგილობრივების დადებითი უკუკავშირიდან გამომდინარე კი ქართული რესტორანი LAMRO 2024 წელს პანამა სიტის საუკეთესო რესტორნად დასახელდა.

სრულად წაიკითხეთ სტატია