„ჩვენი მიზანი არის
გამოვკვეთოთ სისტემური
დანაშაული და მაღალი
თანამდებობის პირების
დანაშაული ამ ქმედებებში“,
- განაცხადა საპარლამენტო
უმრავლესობის წევრმა
პაატა სალიამ, გადაცემაში
„დღის ქრონიკა“, „2003-2012
წლებში მოქმედი რეჟიმისა
და რეჟიმის პოლიტიკური
თანამდებობის პირების
საქმიანობის შემსწავლელი
დროებითი საგამოძიებო
კომისიის“ სხდომაზე
გაჟღერებულ საკითხებთან
დაკავშირებით, რომელთა
შორის „ნაცმოძრაობის“
რეჟიმის დროს ქონებების
უკანონო ჩამორთმევაც
იყო.მისი თქმით,
ნაცმოძრაობის
ხელისუფლების პირობებში
სხვადასხვა უწყებები
ფაქტობრივად
კონკურენციაში შევიდნენ
ერთმანეთთან, იმასთან
დაკავშირებით თუ ვინ მეტ
ქონებას წაართმევდა,
როგორც რიგით მოქალაქეებს,
ასევე ბიზნესწრეების
წარმომადგენლებს.„არსებობდა
სისტემა, რომელიც
იმართებოდა უმაღლესი
ხელისუფლების პირების
მიერ და ეს სისტემა იყო
შექმნილი იმგვარად, რომ
ადამიანებს უკვე
პირველივე
მოთხოვნისთანავე,
ყოველგვარი ვაჭრობის და
ფაქტობრივად, პირველივე
შეთავაზებისთანავე
დაეთმოთ ქონება. იქიდან
გამომდინარე, რომ მათთვის
შედეგები უკვე წინასწარ
ცნობილი იყო და არანაირ
მოლაპარაკებაზე, როგორც
დღეს გაცხადდა სხდომაზე, იმ
დროინდელი ხელისუფლება
ვაჭრობაში არ შედიოდა და ეს
იყო ყველასთვის მკაცრი
სიგნალი, რომ რასაც
უბრძანებდნენ, ის უნდა
განეხორციელებინათ. ასე
ითესებოდა შიში არა მარტო
ბიზნესში, ასე იყო
პენიტენციურ სისტემაშიც
და ასე იყო ყველა სფეროში“, -
განაცხადა პაატა
სალიამ.ცნობისთვის,
დღევანდელ სხდომაზე
სამართალწარმოების
პროცესში ჩადენილი
დანაშაულის გამოძიების
დეპარტამენტის უფროსმა
ირაკლი ნადარეიშვილმა
განაცხადა, რომ
დეპარტამენტის შექმნის
დღიდან დღემდე
დაზარალებულად იქნა
ცნობილი 488 პირი, რომელთაგან
335 პირს პროკურატურის
შემაჯამებელი
გადაწყვეტილების შედეგად
დაუბრუნდათ ან დაბრუნების
პროცესშია დაახლოებით 67
000 000 ლარის ღირებულების
უძრავი და მოძრავი ქონება.