პაატა სალია: კომისიის ამოცანა ზუსტად ეს არის, რომ გამოავლინოს, გამოააშკარაოს ის ფაქტები, რასაც ადგილი ჰქონდა „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების დროს. შექმნას დასკვნა, რომელიც დარჩება ისტორიას

Primetime.ge 2 თვის წინ 74
პაატა სალია: კომისიის ამოცანა ზუსტად ეს არის, რომ გამოავლინოს, გამოააშკარაოს ის ფაქტები, რასაც ადგილი ჰქონდა „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების დროს. შექმნას დასკვნა, რომელიც დარჩება ისტორიას
ამ კომისიის ამოცანა ზუსტად ეს არის, რომ გამოავლინოს, გამოააშკარაოს ის ფაქტები, რასაც ადგილი ჰქონდა „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების დროს, - განაცხადა „2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი დროებით საგამოძიებო კომისიის“ წევრმა, უმრავლესობის დეპუტატმა პაატა სალიამ გადაცემა „დღის ქრონიკაში“ ამავე კომისიის მუშაობაზე საუბრისას.პაატა სალიას თქმით, მოკლევადიან ჭრილში რომ ავიღოთ, ამ დასკვნის მნიშვნელობა ძალიან დიდია, ვინაიდან დღეს უკვე საქართველოში ბევრი ამომრჩეველია, ვისაც არ ახსოვს ის პერიოდი.„ამ კომისიის ამოცანა ზუსტად ეს არის, რომ გამოავლინოს, გამოააშკარაოს ის ფაქტები, რასაც ადგილი ჰქონდა „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების დროს. შექმნას დასკვნა, რომელიც დარჩება ისტორიას და ეს არ იქნება მხოლოდ დღევანდელი ამომრჩევლის, დღევანდელი მოსახლეობისათვის საინტერესო. ეს იქნება მომდევნო თაობებისათვის საინტერესო, რათა მომავალში აღარ გამეორდეს ის დანაშაულები, რასაც ადგილი ჰქონდა ამ პერიოდში, 2003-დან 2012 წლამდე. მოკლევადიან ჭრილში რომ ავიღოთ, ამ დასკვნის მნიშვნელობა ძალიან დიდია, ვინაიდან დღეს უკვე საქართველოში ძალიან ბევრი ამომრჩეველი გყავს, ვისაც არ ახსოვს ის პერიოდი და ხშირად ამ ადამიანების პროტესტს, გნებავთ დამოკიდებულებას იყენებს ის ძალა, რომელიც დღეს, ასე ვთქვათ, ხელისუფლებაში ცდილობს დაბრუნებას და არაერთი დანაშაულებრივი ქმედებაა ჩადენილი სწორედ იმ პერიოდში.აქედან გამომდინარე, ძალიან მნიშვნელოვანია რომ დღევანდელ დღეს, კიდევ ერთხელ, მეხსიერებაში განვაახლოთ ის მოქმედებები, რაც ხდებოდა 2003-2012 წლებში. ის სისტემური დანაშაული, რომელიც მოიცავდა თითქმის ყველა სფეროს. დაწყებული პენიტენციური სისტემიდან, დასრულებული ბიზნესით, ყველგან იყო. მათ შორის, რა თქმა უნდა, ერთ-ერთი მთავარი კომპონენტი იყო ომი. ძალიან ბევრი კითხვა არსებობს იმ მოვლენებთან დაკავშირებით, რომელიც რუსეთ-საქართველოს ომს უძღოდა წინ 2008 წელს. ძალიან ბევრი კითხვა არსებობს არჩევნებთან დაკავშირებით, რომელიც ჩატარდა „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების პერიოდში და შესაბამისად, ჩვენმა ქვეყანამ, მოსახლეობამ, ამომრჩეველმა უნდა დაინახოს ერთხელ და სამუდამოდ სისტემატიზებული სახით, დასკვნის სახით თუ რა სისტემურ დანაშაულებს ჰქონდა ადგილი“, - აღნიშნა პაატა სალიამ.
სრულად წაიკითხეთ სტატია